ავტორი:

რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა?

რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა?

ბრიტანელ სკაუტს, სტივ უოლშს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა რადგანაც მედიკოსებმა დიაგნოზი სიმპტომების გამოვლენამდე დასვეს, მისი განკურნება დიაგნოზის დასმიდან 5 დღეში მოხერხდა.

მას შემდეგ, რაც სტივთან დაახლოებულ ადამიანებს ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდათ, მედიკოსებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ის დაავადების მატარებელი იყო და ვირუსს ავრცელებდა. სწორედ ამიტომ, კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სხვა კლინიკაში მოათავსეს, სადაც კარანტინი გამოაცხადეს.

სტივი, მართალია, სრულად გამოჯანმრთელებულია, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მედიის წარმომადგენლებმა მასთან საუბარი მოახერხეს.

სტივის თქმით, იმ ადამიანებზე ფიქრობს, რომლებსაც ვირუსი გადასდო. ის ამბობს, რომ სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, მისი ოჯახის წევრებიც იზოლირებულნი არიან და საზოგადოებასთან, ადამიანებთან არ ურთიერთობენ.

როგორ BBC წერს, უოლში ვირუსით სინგაპურში დაავადდა, სადაც კონფერენციაზე იმყოფებოდა, სინგაპურიდან ის საფრანგეთში, ერთ-ერთ ფრანგულ ზამთრის კურორტს ეწვია, რამდენიმე დღეში კი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, საფრანგეთსა და ბრიტანეთში, საერთო ჯამში, უოლშმა ვირუსი 11 ადამიანს გადასდო.

ბრაიტონის სამედიცინო ცენტრი, სადაც კარანტინია გამოცხადებული

"მირჩიეს, რომ საავადმყოფოში იზოლირებულ ოთახში ვყოფილიყავი მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიმპტომები არ მქონდა. როდესაც დიაგნოზი დადასტურდა, იზოლირებულ კლინიკაში გამგზავნეს, სადაც დღემდე ვრჩები. ასევე, ჩემი ოჯახის წევრებსაც სთხოვეს იზოლირება.

მადლობა მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს მხარდაჭერისთვის და მედიას კი ვთხოვ, პატივი სცენ ჩვენს პირად სივრცეს“, - ამბობს სტივ უოლში.

ის St Thomas-ის საავადმყოფოში რჩება. როგორც მედიკოსები ამბობენ, უოლშმა კორონავირუსი დაავადების აღმოჩენიდან ხუთ დღეში დაამარცხა.

როგორც ცნობილია, ვირუსის დამარცხება, თუკი მას სიმპტომების გამოვლენამდე აღმოვაჩენთ, შესაძლებელი და გაცილებით მარტივია და სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვქონდა ამჯერად საქმე. ვირუსის სიმპტომები ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ კი ორი კვირის დაგვიანებით ვლინდება. სწორედ ორი კვირის უკან იყო უოლში სინგაპურში კონფერენციაზე.

ინფექციის მთავარი ნიშანი არის მაღალი ტემპერატურა და ხველება, ისევე, როგორც სუნთქვის გახშირება და რესპირატორული პრობლემები.

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით 1 116 ადამიანია გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებულია 4 975, ხოლო ინფიცირებულია 45.195 ადამიანი. ვირუსის მთავარი კერა ჩინეთის ქალაქი უხანია, სადაც 23 იანვრიდან კარანტინია გამოცხადებული და ქალაქი ამ დრომდე ჩაკეტილია.

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

დიდ ბრიტანეთში შტორმს 2 ადამიანი ემსხვერპლა - უახლოეს დღეებში შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი