ავტორი:

"ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური" - სააკაშვილმა ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა

"ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური" - სააკაშვილმა ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და აღნიშნა, რომ მისი ინტელექტი "ბიძინას პინგვინის დონეზეა".

აი, რას წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რითაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება:

"ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური ხეირიანად და IQ ბიძინას პინგვინის დონეზე აქვს და ერთი მაინტერესებს, რომელ ენაზე და რანაირად შეიძლება აზრი გამოეტანა ჩემი ინტერვიუდან.

და კიდევ, ეს ის დედაკაცია, რომელიც მისი პატრონის დავალებით თავისი ქვეყნის დაცვისთვის ქართველი ჯარისკაცების გასამართლებას საჯაროდ ლობირებს ჰააგაში და ეს უკვე აშკარად სცდება ოლიგარქის ზოოპარკის თავშესაქცევი თამაშების ფარგლებს" - დაწერა სააკაშვილმა.

აღნიშნული კომენტარი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. ამჟამინდელი პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტის მიერ ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ის ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს".

"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, აღვნიშნე, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებებზე კომენტარს არასდროს გავაკეთებდი, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსაზრებები პერსონალურად შეურაცხმყოფელი გახლდათ.

თუმცა, მისმა სულ ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე ყოველგვარი ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა.

მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ გამოთქმულ შეხედულებებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას და ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს გვერდში დგანან შეურაცხყოფას აყენებს. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსი სახის ტყუილები და ფაქტების დამახინჯება უპასუხისმგებლო და მიუღებელ ქმედებას წარმოადგენს. ეს არის აშკარა მცდელობა საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დააზიანოს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირისა და ატლანტიკური ალიანსის მიმართ მიმავალ გზაზე.

ქართველი ხალხის სახელით, კვლავ გამოვხატავ ჩემი ქვეყნის უდიდეს მადლიერებას იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ იქნა გამოხატული 2008 წლის ომის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიმართ, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს" - დაწერა ზურაბიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები