ავტორი:

ორი ვერსია, ვინ შეიძლება იყიდოს "რუსთავი 2"

ორი ვერსია, ვინ შეიძლება იყიდოს "რუსთავი 2"

ვარაუდი, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გაყიდდა, გამართლდა. ბიზნესმენმა დღეს გაავრცელა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ის "რუსთავი 2"-ის გაყიდვას გამჭვირვალე კონკურსის წესით აპირებს, ამის მიზეზად კი ტელეკომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს.

"დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფისწინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს.

"რუსთავი 2"-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს - წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა...

... დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება", - წერს ხალვაში.

ამ განცხადების გავრცელებისთანვე, გაჩნდა კითხვა, ვინ შეიძლება იყიდოს ტელეკომპანია, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია?!

კითხვაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, "რუსთავი 2"-ს არავინ იყიდის.

"თუ ვინმე მყიდველი გამოჩნდა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, ეს იქნება აუცილებლად პოლიტიკური გარიგება და არანაირი კავშირი ამას კომერციულ ლოგიკასთან არ ექნება", - ამბობს ხუხაშვილი.

"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, პოლიტიკური გარიგების შემთხვევაში, ვინ იქნება კანდიდატი, რომელმაც შეიძლება შეიძინოს "რუსთავი 2", ხუხაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, ვისაც ის განიხილავს, არის დავით კეზერაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალი ტელევიზიის დაფუძნება სურს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რატომ არ იქნება ბიძინა ივანიშვილი ის, ვინ "რუსთავი 2"-ს იყიდის:

„დარწმუნებული ვარ, რომ სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი ხელისუფლებასთან აფილირებული იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ღია კავშირები ხელისუფლებასთან მას არ ექნება. ზოგადი თვალთახედვით გამოვა, რომ ეს იქნება ნეიტრალური პირი, მაგრამ რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული.

თუ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი იყიდის ტელეკომპანიას, ეს ჩემთვის კიდევ ერთი მოულოდნელობა იქნება. რატომ ან რაში უნდა დასჭირდეს ბიძინა ივანიშვილს ასეთი ტელევიზიის ყიდვა? ლოგიკურად რაში უნდა წაადგეს ? თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რომ ეს იყო გაწერილი სცენარი, შესაბამისად, მათ მოძებნილიც ეყოლებათ ისეთი პირი, ვინც „რუსთავი 2“-ს იყიდის. ახალი მეპატრონე იქნება თავისუფალი ყველა ვალდებულებისაგან და მას ვერ ეტყვი, რომ იყიდა ტელევიზია იმისთვის, რომ ოპოზიციური აზრი ჩაახშოს.

თუ ბიძინა ივანიშვილი იყიდის არხს, გამოდის, რომ ის პირდაპირვე სახელისუფლებო ხდება და „ქართული ოცნება“ ამით რას მოიგებს? თვალსაჩინოება არ უნდა მათ და, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამიტომაც არ იყიდის“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები