ავტორი:

"არხი პარალიზებულია" - რა განცხადებას ავრცელებს "ტვ პირველი"

"არხი პარალიზებულია" - რა განცხადებას ავრცელებს "ტვ პირველი"

ტელეკომპანია "პირველი" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც იტყობინებიან, რომ არხზე კიბერშეტევა განხორციელდა და მაუწყებლობა პარალიზებულია:

"დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი სასამართლოში დაიკითხა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელზეც ბრალი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

თავად ვატო წერეთელი დაკითხვაზე დაბარებას „თავისუფალ მედიაზე ზეწოლად“ აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება „ტვ პირველის“ გაჩუმებას ცდილობს.

დღის ფოტო : ჩირის "ფარდებით" მორთული სახლები სამეგრელოში

"ფატალურ შედეგს გადავრჩი... ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - რატომ შევიდა თბილისის ცნობილ რესტორანში სურსათის ეროვნული სააგენტო

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა - "დღეს საუკეთესო დღეა! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია!"