ავტორი:

"ხომ წარმოგიდგენიათ, კოვიდპაციენტმა 4 კმ იარა ფეხით.. მე კი არ მეზარებოდა, უბრალოდ, თავი არ მქონდა" - რას ჰყვება ნოდიკო ტატიშვილი

"ხომ წარმოგიდგენიათ, კოვიდპაციენტმა 4 კმ იარა ფეხით.. მე კი არ მეზარებოდა, უბრალოდ, თავი არ მქონდა" - რას ჰყვება ნოდიკო ტატიშვილი

კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს, ამბობს, რომ ორი დღის წინ, როცა უკვე ვირუსი დადასტურებული ჰქონდა, კლინიკიდან სახლამდე 4 კმ-ის გავლა ფეხით მოუწია და მომხდარს დეტალურად იხსენებს.

აღნიშნულის შესახებ ნოდიკომ "რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

"გუშინ წინ ცუდად ვიყავი და სასწრაფოს ვთხოვე, რომ გადმოვეყვანე კლინიკაში. გამოკვლევები რომ დამთავრდა, ისევ სასწრაფოს ვურეკავდი, რომ გადავეყვანე სახლში. მითხრეს, რომ ტაქსით უნდა წავსულიყავი. როცა ვუთხარი, არც ერთ შემთხვევაში ტაქსიში არ ჩავჯდები-თქო, მითხრეს, რომ სხვა გზა არ იყო, რომ სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის კოვიდპაციენტის გადაყვანა. სადმე დაწოლას ხომ არ ვითხოვდი. მძიმე პაციენტებიც არიან და ვფიქრობდი, რომ მძიმე პაციენტები უფრო საჭიროებენ დაწოლას.

მერე ავდექი და კოვიდინფიცირებული ფეხით წავედი სახლში, იმიტომ რომ ვერავის ვერ შევუქმნიდი საფრთხეს. საავადმყოფოდან ჩემს სახლამდე დაახლოებით, 4 კმ-ია, თან აღმართებია. სახლში რომ მივედი, ძალიან ცუდად ვიყავი.

მივხვდი, რომ უფრო მეტად გამირთულდა სუნთქვა...გუშინ განსაკუთრებულად ვერ ვიგრძენი თავი კარგად, მეგონა, რომ სუნთქვა მიჭირდა, გადმოვედი გუშინ უკვე ბოჭორიშვილის კლინიკაში.

ხომ წარმოგიდგენიათ, კოვიდპაციენტმა 4 კმ რომ იარა ფეხით?! მე კი არ მეზარებოდა, უბრალოდ, თავი არ მქონდა, მაგრამ მაინც ვიარე, იმიტომ რომ ტაქსიში ჩაჯდომას ყველაფერი მერჩივნა“, - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

"7 წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, შვილივით შემიყვარეს, ზრუნავდნენ ჩემზე..." - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე და რა გზა განვლო "გარდენიამდე"

"საუკეთესო გამოგვლიჯეს... ნაკრებში რომ გამოიძახეს, მაშინვე მახარა, ძალიან ბედნიერი იყო " - რას იხსენებს გიორგი შაქარაშვილის ახლობელი

ნინო მაჩაიძის ოჯახური იდილია ფოტოებში - 35 წლის მომღერალი მეორე შვილის მოლოდინშია