ავტორი:

"ფორსაჟის" გადაღებები იწყება - რომელი ქუჩები გადაიკეტება თბილისსა და რუსთავში ერთი თვის განმავლობაში

"ფორსაჟის" გადაღებები იწყება - რომელი ქუჩები გადაიკეტება თბილისსა და რუსთავში ერთი თვის განმავლობაში

მასშტაბური ჰოლივუდური თრილერის - "ფორსაჟის" გადაღებები საქართველოში 18 აგვისტოს დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება.

ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ ავრცელებს, რომელიც საქართველოში ცნობილი ფილმის მეცხრე სერიის გადაღებას უზრუნველყოფს.

"შპს “ენკენი ფილმს ფფ9” ახორციელებს მსხვილი ამერიკული ფრანჩიზის, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მასშტაბურ გადაღებას, რომელიც თბილისისა და რუსთავის ქუჩებში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმში თბილისი მასიურ სარბოლო სცენის ადგილად იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც თბილისისა და რუსთავის ქვემოთ ჩამოთვლილი ქუჩები პერიოდულად გადაიკეტება:

18 აგვისტო - 27 აგვისტო: ვაჟა-ფშაველას გამზირი;

26 აგვისტო - 3 სექტემბერი: რუსთაველის გამზირი;

2-7 სექტემბერი: რუსთავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;

6-7 სექტემბერი: თავისუფლების მოედანი და პუშკინის ქუჩა;

8-16 სექტემბერი: ბესარიონ ჟღენტის და ავთო ვარაზის ქუჩები, ნუცუბიძის მე-4 პლატო;

16 სექტემბერი: უნივერსიტეტის ქუჩა;

გადაღებასთან და ქუჩების გადაკეტვასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს" - ნათქვამია "ენკენი ფილმსის" განცხადებაში.

ფილმს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში იღებენ. ფილმის პროექტის ბიუჯეტი 31 მილიონი ლარია. ამას დახარჯავს ფილმი და სახელმწიფო თანხიდან აუნაზღაურებს 25%-ს, ე.წ "ქეშბექს".

აღსანიშნავია რომ, საქართველოში ფილმის ბოლო ათ წუთს გადაიღებენ. "ფორსაჟი 9" მსოფლიო კინოეკრანებზე 2020 წელს გამოვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება