ავტორი:

გაგრაში რუსმა ტურისტმა და აფხაზმა მილიციელმა იჩხუბეს - კადრები ინტერნეტიდან და სამსახურიდან გათავისუფლებული "გაიშნიკები"

გაგრაში რუსმა ტურისტმა და აფხაზმა მილიციელმა იჩხუბეს - კადრები ინტერნეტიდან და სამსახურიდან გათავისუფლებული "გაიშნიკები"

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებენ აფხაზეთში ე.წ. მილიციის თანამშრომლები რუს ტურისტს. “მილიციელებმა” მას ჯერ მართვის მოწმობა მოსთხოვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს.

“ერთი-ერთი მათგანი უხეშად ექცევა რუსს და ცდილობს, ძალის გამოყენებით ჩასვას ტურისტი მანქანაში. ამის შემდეგ, მილიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ცდილობს ის მოგუდოს, მიწაზე დააგდოს... ეს ყველაფერი ხდება ტრასაზე, სადაც მანქანები მოძრაობენ და არავინ აჩერებს. ვიდეო დაკავებული რუსი ტურისტის თანამგზავრმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა..." - წერს Абхаз Авто.

ინტერნეტგამოცემის ცნობით, “მილიციის” თანამშრომლები გაგრის რაიონის განყოფილებიდან არიან. მათი გვარები არ ვრცელდება, თუმცა, სამსახურებრივი შემოწმების შემდეგ, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

აფხაზები მომხდარს არაერთგვაროვნად აფასებენ. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი “გაის” თანამშრომლები ყაჩაღებივით იქცევიან და ადამიანებს, განსაკუთრებით კი, დამსვენებლებს, ძარცვავენ... თუმცა, სხვების თქმით, ეს იმის გამოვლინებაა, რომ რუსი ტურისტები აფხაზეთის “კანონებს” არაფრად მიიჩნევენ და “სამართალდამცველებს” აგდებულად ექცევიან.

“სად გამოიკვეთა იქ სამსახურებრივი გადამეტება? “გაის” თანამშრომლებმა დარღვევის გამო გააჩერეს, ისინი კი ჩხუბზე გადავიდნენ. მათგან ერთ-ერთი ცხოველი თანამშრომელზე გაიწია, რადგან აქ პრივილეგიას გრძნობენ რუსები... ასეთი შემთხვევა რუსეთში რომ მომხდარიყო, ОМОН-ს გამოიძახებდნენ და მათ სახით მიწაზე ათრევდნენ.

იხილეთ ვიდეო: რუსი ტურისტი და აფხაზი მილიციელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

“გაის” თანამშრომლები კი არ უნდა გაუშვა, თავისი უფლებამოსილება და მუნდირის მნიშვნელობა უნდა აუხსნა, რათა თავი არავის დაამცირებინონ და პირადი გარჩევების უფლება არავის მისცენ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რასთან გვაქვს საქმე..." - წერს ერთი ინტერნეტმომხმარებელი Абхаз Авто-ს სტატიის კომენტარებში.

“თანამშრომლები გაათავისუფლეს. სამსახურებივი გამოძიება უნდა დაინიშნოსო, ცოტაც მოვითმინოთ და მერე გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები... იქნებ, თანამშრომლების პროვოცირება განგებ მოახდინეს, უარი უთხრეს დოკუმენტების წარდგენაზე, რათა დაემცირებინათ და იძულებული გახადეს, “გაის” ძალა გამოეყენებინა. ასეთი შემთხვებები, რუსი ტურისტების მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებაზე ხომ არაერთხელ გვსმენია...

სოციალურ ქსელში განათავსებენ ვიდეოს და დაიწყება აფხაზეთში არსებულ უწესრიგობაზე ქირქილი, პარალელურად, კი, კომენტარებში საქართველოში, ყირიმსა და სოჭში დასვენების მოწოდებები დაიწყება..." - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

"აბა რა, ჩვენი მილიციის თანამშრომლები ხომ უბრალოდ თეთრები და ფაფუკები არიან, რუსეთის მოქალაქეები კი, ცუდები და “უდანაშაულო რაფიკების” არაფერი ესმით. დამსვენებლების უდიდესი ნაწილი სწორედ “გაის” მიმართ გამოხატავს პრეტენზიას. ეს მილიცია კი არა, საგზაო ყაჩაღები არიან... მათ არავისი და არაფრის ეშინიათ. რატომ არ შეიძლება ამ სფეროში ჩვენი აღმოსავლელი მეზობლის (აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი საქართველოს გულიხმობს) მაგალითი გადმოვიღოთ და მსგავსი რეფორმა ჩავატაროთ?” - კითხულობს კიდევ ერთი აფხაზი.

გაგრაში მომხდარ შემთხვევას, რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც გამოეხმაურნენ:

“ახლა ვიმყოფები აფხაზეთში, გაგრაში. პლუსი არის: ულამაზესი ბუნება და სუფთა ზღვა, თუმცა, ჩამოვთვლი იმ მინუსებს, რაც ამ 10 დღეში დავინახე: აქ არ არსებობს ცივილიზაცია, პოლიცია არც ჩანს, რუს გოგონებს გადმოცვენილი თვალებით უყურებენ... ყველა მანქანით ისე დადის, როგორც სურს, არავითარი დათმობა, გატარება...

გზებზე ვერ გადახვალ, ამიტომაც ქუჩაში ფეხით მოსიარულე ძალიან ცოტაა. მაღაზიაში სურსათი ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შეარჩიო, რომ არ მოიწამლო... ამას წინათ 4 ადამიანი მოვიწამლეთ და დასასვენებლად ჩასულები, სახლში ვმკურნალობდნენ. ერთი სიტყვით, უამრავი მინუსია და პლუსი კი მხოლოდ ის ორი, რომელიც ზემოთ ვთქვი" - წერს ინტერნეტში ერთ-ერთი რუსი.

“რამდენჯერ უნდა თქვან და გირჩიონ, რომ არ წახვიდეთ აფხაზეთში? მიუშვით ისინი თავიანთ ნებაზე და ტურიზმის გარეშე ისედაც დაიხოცებიან... იმ სტუმრის მიღებაც კი არ იციან, რომელიც იქ ფულს ხარჯავს. ჰოდა შეეშვით - ჭამონ ხიდან ფორთოხალი..." - წერს ალექს პეტროვი.

“ვიყავი აფხაზეთში და სიმართლე გითხრათ, იქ მძღოლებს ძალიან რბილად ექცევიან. ვნახე მძღოლები, რომლებიც ველურებივით იქცეოდნენ და ავტომანქანას ნასვამი მართავდნენ. ბევრი მათგანი აზრზეც არ არის, რომ არსებობს სიჩქარის გადაჭარბება და ზებრა - ქვეითებისთვის...” - წერს ინტერნეტმომხმარებელი მაშა ვორბერი.

მოსკოვში აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი გარდაიცვალა

პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

პუტინი და მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობების გაძლიერების პირობას დებენ