ავტორი:

მოსკოვში აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი გარდაიცვალა

მოსკოვში აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი გარდაიცვალა

მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა, რომელიც 2001-2002 წლებში ე.წ. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ჯერგენიას გარდაცვალებას, ასევე, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვიაჩესლავ ცუგბა ადასტურებს.

ჯერგენიამ, დაახლოებით, ერთი წლის წინ „სპუტნიკთან“ გაიხსენა 25 წლის წინ მოსკოვში ხელმოწერილი „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ზომების შესახებ განცხადება“, რომელიც მისი თქმით, თავად შეადგინა და აფხაზეთს წარმატება მოუტანა.

ის აცხადებდა, რომ დოკუმენტი ძალიან ვერაგულად იყო შედგენილი, რასაც ქართული მხარე ვერ მიხვდა.

რაულ ხაჯიმბას "ადმინისტრაცია" განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მიიღებს თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ასლან ბჟანია - ოპოზიციის ლიდერის კომენტარი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება