ავტორი:

რუსი ტელეწამყვანი სკანდალში გაეხვა - როგორ დასცინა ოლგა ბუზოვამ "ლენინგრადის ბლოკადის" მსხვერპლებს

რუსი ტელეწამყვანი სკანდალში გაეხვა - როგორ დასცინა ოლგა ბუზოვამ "ლენინგრადის ბლოკადის" მსხვერპლებს

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, მოდელი და მომღერალი ოლგა ბუზოვა სკანდალში გაეხვა. 13 აგვისტოს მის მიერ "ინსტაგრამზე" განთავსებული ვიდეო, რუსეთში საზოგადოების ყველა ფენის განხილვის და კრიტიკის საგნად იქცა.

საქმე ეხება ვიდეოს, რომელზეც ჩანს, როგორ ლოკავს ბუზოვა თეფშს და სიცილით ამბობს: "რა ვქნა, გემრიელია, ბლოკადაგამოვლილი ვარ".

სწორედ მისი ეს ფრაზა გახდა რუსების აღშფოთების მიზეზი - ბუზოვა პეტერბურგელია და ყველას მაშინვე ლენინგრადის ბლოკადა გაახსენდა (მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა მიერ ლენინგრადზე განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც 1941 წლის 8 სექტემბერიდან 1944 წლის 27 იანვრამდე გრძელდებოდა. ბევრი ისტორიკოსი ბლოკადას გენოციდის კლასიფიკაციას აძლევს).

რეალითი-შოუ "Дом 2"-ს წამყვანის ვიდეო რუსეთის პოლიტიკურ და კულტურულ წრეებშიც გააკრიტიკეს. პროდიუსერმა იოსიფ პრიგოჟინმა, პოეტმა ილია რეზნიკმა, პარტია "Народ против коррупции"-ს წევრმა ვიტალი ბოროდინმა, მკაცრად და სახალხოდ დაგმეს ტელეწამყვანის საქციელი. ბოროდინმა რუსეთის გენერალურ პროკურორსაც კი მიმართა მოთხოვნით - დაუბლოკონ "ინსტაგრამი" ბუზოვას, რომელიც ომის ვეტერანებს შეურაცხყოფს.

თუმცა, პროკურატურას თავად ბუზოვამ დაასწრო - მოდელსა და ტელეწამყვანს "ინსტაგრამზე" გამომწერების უზარმაზარი რაოდენობა - 16 მილიონი "ფოლოვერი" ჰყავს და აღნიშნული სკანდალის შემდეგ გვერდი ჩაკეტა.

მოგვიანებით, ბუზოვამ გამოცემა Super.ru-სთან საუბარში განმარტა, რომ აზრადაც არ ჰქონია ბლოკადაგამოვლილი ადამიანების დაცინვა: "ლენინგრადის ბლოკადის დროს იქ ჩემი ნათესავებიც ცხოვრობდნენ, ასე რომ, ოჯახში საჭმლის მიმართ ნამდვილად განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა - ყოველთვის ბოლომდე უნდა შეგვეჭამა ის, რასაც ბებია გვიმზადებდა" - განმარტა ბუზოვამ.

მისი სიტყვები დაადასტურა ტელეწამყვანის დედამაც:

"ჩემს შვილს არავის დაცინვა არ სურდა, ვიდეო ხუმრობა იყო. მე და მამაჩემიც ასე ვლოკავდით ხოლმე თეფშს და მამაჩემი ხუმრობდა: გენებში გვაქვსო" - აღნიშნა ბუზოვას დედამ რუსულ ტელეარხთან საუბრისას.

33 წლის ოლგა ბუზოვას პოპულარობა რეალითი შოუ "სახლი 2"-დან დაიწყო, სადაც ის ჩვეულებრივ მონაწილედ მივიდა, შემდეგ კი პროექტის წამყვანი გახდა. მას შემდეგ დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა - გადაიღეს სარეკლამო რგოლებში, სერიალებში, დაიწყო სიმღერა და ჩაწერა ორი მუსიკალური ალბომი.

გამოცემა Forbes-ის მიხედვით, ბუზოვას "ინსტაგრამის" გვერდი რუსულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარულია. 2016 წელს, "სთორების" ნახვების ოდენობით ბუზოვამ სუპერპოპულარულ რეალითი ვარსკვლავს - კიმ კარდაშიანსაც კი გადაუსწრო, რომელსაც სხვათაშორის, რუს კოლეგაზე 10-ჯერ მეტი გამომწერი ჰყავს.

საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებული რეგულაციების მოწინააღმდეგეებმა ვაქცინაციის ცენტრები ვანდალურად დააზიანეს

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს