ავტორი:

"ქება არ მაღელვებს და არც გინება... აცრილი ვარ კარგა ხანია" - ია ფარულავა მის გარშემო ატეხილ სკანდალს "ფეისბუქით" ეხმაურება

"ქება არ მაღელვებს და არც გინება... აცრილი ვარ კარგა ხანია" - ია ფარულავა მის გარშემო ატეხილ სკანდალს "ფეისბუქით" ეხმაურება

მსახიობი ია ფარულავა "ინსტაგრამზე" დადებული ვიდეოს გამო ინტერნეტმომხმარებლებმა გააკრიტიკეს. საზოგადოების გაღიზიანება მოყვა იუსტიციის სახლთან გადაღებულ კადრებს, სადაც მსახიობი მოწყალების მთხოვნელი ქალბატონის დანახვაზე შემდეგ რეპლიკას ამბობს: "როგორ არ მიყვარს აქ მოსვლა, აქ როგორ მუშაობ".

ვიდეოს ნახვის შემდეგ "ფეისბუქზე" მის მიმართ უამრავი კრიტიკული კოემნტარი დაიწერა:

"აი, ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ამათთვის ღარიბი ადამიანების დანახვა იმდენად დიდ ზიზღთანაა დაკავშირებული, რომ ამ ქვეყნის უკუღმართი "განვითარების" შედეგად დაუმსახურებლად გამდიდრებული ელიტა ცოტა ხანში ალბათ ქუჩების ღარიბებისგან გაწმენდას დაიწყებს, როგორც ეს გარემოვაჭრეების შემთხვევაში ქნეს";

"ია ფარულავას რეაქცია უპოვარ ქალზე. ადამიანის ზნეობა იმ ხალხთან მიმართებაში ჩანს ხოლმე ყველაზე უკეთ რომლისგანაც სარგებელს არ შეიძლება ელოდებოდეს. ია ფარულავა არის სამარცხვინო ქალი!";

"ჩვენი ელიწა !!!ია ფარულავა დასცინის ადამიანს რომელიც მოწყალებას ითხოვდა !!! ეს რომ ვინმეს რომ დასცინებს !!! მერე დაჯდებიან შოუებში და სხვისი მომავლის გადამწყვეტებად მოგვევლინებიან" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები

მათ მწვავე კრიტიკას მსახიობი მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ქებაც არ მაღელვებს და არც გინება... აცრილი ვარ კარგა ხანია... იმ საწყალ ქალს რომელი ერთი აქცევთ ყურადღებას ან ფულს ჩუქნით ან ყურადღებას... შესვლისას მეძგერა შემაშინა.. გამოსვლას კი რაც იხილეთ ის იყო.... ხო ფული არ მიჩქუნია... ახლა კამერების ჩანაწერები ამიოღეთ და ნახეთ.... არც მაქოთ და არც მაგინოთ ....მკიდია"

ია ფარულავას პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ადამიანების მხრიდან.

ნინო ნადირაძე: მაგ ქალმა უშვერი სიტყვებით მლანძღა ბოლო ხმით, როგორ მაკადრე ორლარიანი, ვიცი ვინც ხარო, ანრი ცემა საერთოდ! კინაღამ პოლიციას დავუძახე!

ანრი ჯოხაძე: მაგ ქალს ისეთი ნაცემი ვყავარ გახსენებაც მზარავს .

ია ფარულავა: აქ არავინ აქცევს ყურადღებას იმას რაც დავწერე ქალი თავს დამესხა ყმუილით შესვლისას !!!! დაინახეთ ეს სურათი და ჩემი რეაქცია თუ შეიძლება....და მერე ნუ მამტყუნებთ ...პირველი ეპიზოდია აქ მთავარი და არა ეს ბოლო ...

მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

"ონკანის მოშვებიდან წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი და შემდეგ დალიოთ" - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზაფხულში გახშირებულ დიარეულ დაავადებებზე

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც