ავტორი:

მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან ერთი არის იმპორტირებული შემთხვევა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში გახლდათ 1206 დადასტურებული შემთხევვა, დაგვემატა 7 და დღევანდელი მონაცემები გვაქვს 1213. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 7-ით გაიზარდა, იყო 987 და დღეს 994 გახლავთ. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა უკვე 82%-ია. აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას უსწრებს.

7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის იმპორტირებული, 5 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, მათ ცენტრში 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ახალი პაციენტი არ მიუღიათ. მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ცენტრში 38 დადასტურებული შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელდა 6. ახალი პაციენტი არ მიგვიღია და გვაქვს 32 დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა განიხილება, როგორც საშუალო და მათზე მსუბუქი პაციენტები“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

"ონკანის მოშვებიდან წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი და შემდეგ დალიოთ" - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზაფხულში გახშირებულ დიარეულ დაავადებებზე

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც

"მამაჩემი მოიშორეს  და საქმე შეკერეს" - რას ყვება სანდრო სანაია მამაზე, საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაზე?