ავტორი:

"მეუბნებიან, გოგონები შენს გამო ესწრებიან ლექციასო... მირჩევნია გამოცდა ჩააბარონ და არა ჩემი ვიზუალით დატკბნენ" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ქარსელაძე ბარსელონაში

"მეუბნებიან, გოგონები შენს გამო ესწრებიან ლექციასო... მირჩევნია გამოცდა ჩააბარონ და არა ჩემი ვიზუალით დატკბნენ" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ქარსელაძე ბარსელონაში

ერთ დროს პოპულარულმა მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ წლების წინ სცენა მიატოვა, საქართველოდან წავიდა და ახლა უცხოეთში ცხოვრობს, სადაც ლექციებს კითხულობს. ამბობს, რომ საკმაოდ მკაცრი ლექტორია და ამჟამინდელი განსხვავებული ცხოვრების მიუხედავად, სცენაზე მიკროფონით ხელში დგომა ენატრება.

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში სამშობლოში ჩამოდის და აქ ისვენებს. ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ჯაბამ პირად ცხოვრებასა და ცხოვრების ჯანსაღ სტილზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"9 წლის წინ წავედი საქართველოდან, ახლა ესპანეთში ვცხოვრობ და როცა ჩამოვდივარ, ქუჩაში მიყურებენ, თან მცნობენ და თან ვერა: თქვენ ჯაბა არ ხართ? ხშირად მიფიქრია, რა მოხდებოდა რომ არ წავსულიყავი საქართველოდან და პასუხიც ვიცი: წავიკითხავდი ლექციებს, გავაგრძელებდი მომღერლობას - ანუ ადრინდელი ცხოვრებით ვიცხოვრებდი და ვიქნებოდი წარმატებული.

თუმცა, საკუთარი თავის განვითარება, დამოუკიდებლად ცხოვრება - რასაც უცხოეთში მივაღწიე, საქართველოში ვერ შევძლებდი.

ვსწავლობდი შვეიცარიაში, 7 წელი ვიცხოვრე პარიზში და ახლა ბარსელონაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ბარსელონაში, ქუჩაში სეირნობისას შევნიშნე ბიზნესსკოლა, რომელიც ლექტორების მიღებას აცხადებდა. გავგზავნე "სივი" და ჩემდა გასაოცრად ორ დღეში დამირეკეს, მიმიღეს. ჩავალაგე ბარგი, საფრანგეთიდან ესპანეთში გადავედი და ისევ თავიდან დავიწყე ცხოვრება. ლექციებს ფინანსურ-საბუღალტრო თემაზე ვკითხულობდი და ვცდილობ, საინტერესოდ ავუხსნა სტუდენტებს, რომ მოსაწყენი არ იყოს.

- ამბობენ, რომ გოგონები შენს ლექციას ფინანსების და ბუღალტერიის გამო კი არა, შენს გამო ესწრებიან, ასეა?

- კი, მეუბნებიან შენს გამოც ესწრებიანო, მაგრამ მე იმდენად ვიხარჯები, მირჩევნია მისმინონ, გამოცდა ჩააბარონ და არა მხოლოდ ჩემი ვიზუალის ყურებით დატკბნენ.

...თუ ევროპელებს ცოტა მკაცრად არ მიუდექი, ქართულ-კავკასიური ხასიათი არ დაანახე, სუბორდინაცია არ დაიცავი, თავის დამკვიდრება გაგიჭირდება.

რაც შეეხება სპორტულ ცხოვრებას, როცა ვვარჯიშობ, მენტალური დაღლა ფიზიკურში გადადის და ეს დიდი განტვირთვაა. ხშირად დავდივარ ზღვაზე და იქაც ვახერხებ განტვირთვას.

მოგზაურობა ჩემთვის ნარკოტიკია - ბევრს ვმოგზაურობ. ამ ზაფხულს ვიყავი ჩინეთში, ამერიკაში, ბრაზილიაში. ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში - ახალ წელს და ზაფხულში და ამ ტრადიციას არ ვარღვევ ის ენერგეტიკა და სიყვარული, რითაც ჩემს ქვეყანაში ვიმუხტები, ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე მყოფნის.

"დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან ამ კონკურსში მონაწილეობა..." - "ურსას" სოლისტი "მხოლოდ ქართულიდან"

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია

აჩი ფურცელაძემ სტამბოლში ოპერაცია გაიკეთა - "ვერ ვსუნთქავდი..."