ავტორი:

22 აგვისტოს „მზიურის კაფეში“ ჯონ ლენონის საღამო გაიმართება

22 აგვისტოს „მზიურის კაფეში“ ჯონ ლენონის საღამო გაიმართება

22 აგვისტოს 19:00 საათზე „მზიურის კაფეში“ ჯონ ლენონის საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ელით მუსიკა და ლენონის შესახებ ახალგამოცემული წიგნის წარდგენა.

„კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ადამიანი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ჯონ ლენონის ასეთი შეფასება გადაჭარბებულად არ მოგეჩვენებათ, როცა მის მიერ განვლილ ცხოვრების წლებს მივადევნებთ თვალს“ - აღნიშნულია წიგნში „ჯონ ლენონი“, რომელიც სერია „50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია“ ფარგლებში გამოიცა.

წიგნს წარადგენს ავტორი, თემურ ტონია.

ჯონ ლენონის ასეთი შეფასება მით უმეტეს არ მოეჩვენებათ გადაჭარბებულად მის ფანებს, მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ლენონზე დიდი მუსიკოსი ცოტა თუ დაბადებულა სამყაროში.

საღამოს ჯონ ლენონის სიმღერებით მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი „ნალი“.

იხილეთ ღონისძიების ბმული FB-ზე

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა