World Leaders Travel-ის ინფორმაციით, სექტემბერში თბილისს, შესაძლოა, აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ესტუმროს.
World Leaders Travel-ის ინფორმაციით, კონდოლიზა რაისის საქართველოში სავარაუდო სტუმრობა თბილისში სექტემბრისათვის დაგეგმილი მსოფლიო ლიდერების მე-5 სიმპოზიუმში მონაწილეობას დაუკავშირდება. სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ახალგაზრდა ლიდერები.
იმავე წყაროს განმარტებით, კონდოლიზა რაისის გარდა სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის თავდაცვის ექს-მინისტრი უილიამ ჯეიმს პარი და მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტრენინი.