ავტორი:

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება - ვინ ვის შეცვლის და ვინ დაბრუნდება მინისტრთა კაბინეტში

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება - ვინ ვის შეცვლის და ვინ დაბრუნდება მინისტრთა კაბინეტში

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება", უფრო ზუსტად თუ ვიტყვით კი, ბიძინა ივანიშვილი შემოდგომაზე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს.

ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვიცე-პრემიერის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება, შსს მინისტრად კი - იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, შსს მინისტრი მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამდებობას დაიკავებს, სადაც ის მიმდინარე წლის 30 აპრილს დაინიშნა. არის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრება.

ზოგიერთი იმასაც ირწმუნება, რომ პრემიერის პოსტს ისევ ბიძინა ივანიშვილი უბრუნდება. კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ თითქმის გადაწყვეტილია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბედიც.

საკადრო ცვლილებების შესაძლებლობას არ უარყოფენ პრემიერი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

"მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას. ანალოგიური შინაარსის გახლავთ არჩილ თალაკვაძის განცხადებაც "ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები", - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ საკითხებზე kvirispalitra.ge ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

- შესაძლო საკადრო ცვლილებებს ნამდვილად აქვს ლოგიკა. წინასაარჩევნოდ პარტია ყოველთვის ცდილობს განახორციელოს ცლილებები, რომელთა საშუალებითაც საზოგადოებაში უკეთესად წარმოჩინდება. უბრალოდ დროსა და ვითარებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებლი. როდესაც "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა უმრავლესობით მოსვლა, მაშინ ასეთ ცვლილებებს სხვა დატვირთვა ჰქონდა, დღეს როცა საქართველოში კოალიციური მთავრობის აჩრდილი დადის, ასეთი ცვლილებები ბევრ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე შეთავაზებულ პოსტებს დათანხმდებიან, შეიძლება ითქვას, რომ ერთწლიანი მინისტრები იქნებიან. არავინ იცის, ვინ შეინარჩუნებს სავარძელს კოალიციური მთავრობის პირობებში. მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" გაუჭირდება კანდიდატების დათანხმება მინისტრების პოსტებზე წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები