ავტორი:

"ბინები უკვე გადმოგვეცა..." - როგორ შეიცვალა თელაველი ბიჭების ცხოვრება "სამზარეულოს ომებში" გამარჯვების შემდეგ

"ბინები უკვე გადმოგვეცა..." - როგორ შეიცვალა თელაველი ბიჭების ცხოვრება "სამზარეულოს ომებში" გამარჯვების შემდეგ

"სამზარეულოს ომებში" "კახელების დუეტმა" გაიმარჯვა. გაირკვა, რომ თელაველმა ბიჭებმა ვაკო ვაშაკაშვილმა და ლევან დავითაშვილმა, რომლებიც მოყვარული მზარეულები არიან, ყველას აჯობეს.

თავიდან ამ შედეგს არცერთი ელოდა, თუმცა საკუთარი თავის კულინარიულ შოუში გამოცდა და მაღალი რანგის შეფების წინაშე წარდგენა უნდოდათ, ასევე აინტერესებდათ, რამდენად შეძლებდნენ ამ სფეროში საკუთარი უნარების გამოვლენას. მოკლედ, წინააღმდეგობების მიუხედავად, შეძლეს.

ვაკო ვაშაკაშვილი:

- ჩვენი გამარჯვება მოულოდნელი იყო, თუმცა გარკვეულწილად მეც და ლევანსაც საკუთარი თავის იმედი გვქონდა... რადგან ამ შოუში ჩავერთეთ და მონაწილეობას ვაპირებდით, გვინდოდა ბოლომდე ისე ვყოფილიყავით, როგორც გვეკადრებოდა და გვინდოდა. მოკლედ, გამარჯვებას არ ვიჯერებთ... მანამდე კი, სანამ გამოაცხადებდნენ, რომ შოუ ჩვენ მოვიგეთ, ქულების შეკრებით, გამრავლებით და გამოკლებით ვიყავი დაკავებული, ანუ თავში სულ ციფრები მიტრიალებდა. როცა მივხვდი, რომ მოვიგეთ, უკვე ემოციური მომენტი დადგა და თავშიც უეცრად განათდა, თუმცა კარგად ვერც მივხვდი, რა მოხდა... აზრზე მოსასვლელად ცოტა დრო დამჭირდა. ფეიერვერკები, შეძახილები, საოცარი ამბები ხდებოდა - ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში.

- ბინებით დასაჩუქრდით... მოგვიყევით ამაზე...

- პრიზებად "მეგა კონსტრაქშენისგან" ბინები გვერგო - მე დიდუბეში და ლევანს - გლდანში. ჯერჯერობით მშენებლობის პროცესშია, მაგრამ გასაღებები უკვე გადმოგვეცა. დაველოდებით მშენებლობის დასრულებას, ზუსტი დრო არ ვიცით, როდის დასრულდება, ცოტა ხანში გავიგებთ.

- გამარჯვების გარდა, რა მოგცათ შოუმ "სამზარეულოს ომები"?

- ამ კონკურსამდე მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები გამომეჩინა, თუ რამდენად შემეძლო, სერიოზულ პროექტში მონაწილეობა. ახლა ვფიქრობ, რომ ცოტა თავდაჯერებულობა მომემატა. მომავალში ჩემს სფეროში მეტად უნდა ვიშრომო, ვისწავლო, რომ მეტი წინსვლა მქონდეს. ეს სფერო ძალიან შემიყვარდა, უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა, არა მხოლოდ სამზარეულოს მიმართ, არამედ - ზოგადად. ქვეყნის მიღმა ცოდნის მიღებითაც დავინტერესდი, უცხოეთში გამოცდილების მიღება და სამზარეულოების მაღალ დონეზე შესწავლის სურვილი ცუდი არ არის. პირველ რიგში კი ძალიან ბევრი ემოცია დამიტოვა - ბევრი მეგობარი შევიძინე, ვისთანაც კარგ ურთიერთობას ვაგრძელებ... ამ შოუში მომავალი გასტრონომები მონაწილეობდნენ კულინარიის განხრით, ყველას თავის სფეროში წარმატებას ვუსურვებ.

- რომ არა პარტნიორი, მეწყვილე ლევანი, მოიგებდით შოუს?

- მე და ლევანი ერთმანეთს ვავსებდით იმ მხრივ, რომ ცოტა სხვანაირად ვუყურებდით სამზარეულოს... როგორც იტყვიან - ორი თავი ყოველთვის უკეთესად მუშაობს, ვიდრე ერთი. ორი განსხვავებული აზრისგან ბოლოს კარგი შედეგის მიღება შეიძლება.

- ე.ი. არ იყო ცუდი არჩევანი, რომ დუეტი შექმენით...

- მთელი პროექტის განმავლობაში, ალბათ, იდეალური დუეტი გვქონდა, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ამხელა შოუში მონაწილეობა მარტივი არ არის... კი, გაგვიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ შოუმ აჩვენა, რომ ღირდა. თან, ბოლოში მონაწილეობა ძალიან გაგვიმარტივდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ