ავტორი:

შოულობს თუ არა ფულს რუსეთში ვახტანგ კიკაბიძე? - რას პასუხობს ბრალდებებს მომღერალი

შოულობს თუ არა ფულს რუსეთში ვახტანგ კიკაბიძე? - რას პასუხობს ბრალდებებს მომღერალი

ცნობილია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ბუბა კიკაბიძემ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთში კონცერტი აღარ გაუმართავს, თუმცა ცოტა ხნის წინ რუსულ პრესაში აქტიურად განიხილებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მომღერალი რუსეთში "ფარულ ჰონორარებს" იღებს.

აღნიშნული თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქართველ მომღერალსა და მსახიობზე ერთ-ერთ ინტერვიუში რუსმა მსახიობმა და რეჟისორმა - ბორის კლუევმა ისაუბრა. მისი თქმით, 80 წლის ქართველი ვარსკვლავი რეგულარულად სტუმრობს მოსკოვს კორპორატიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ყველას არწმუნებს, რომ ამ საკითხისადმი პრინციპული დამოკიდებულება აქვს:

"ერთ რამეს გეტყვით: ნუ აირევით იმაში, რომ ის აქ არ ჩამოდის. ის (ვახტანგ კიკაბიძე) ჩამოდის კორპორატიულ კონცერტებზე, თანაც ხელშეკრულებაში წერენ, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს" - განაცხადა კლუევმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Комсомольская Правда-მ კიკაბიძეს მიმართა კომენტარისთვის. ქართველმა მომღერალმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ კლუევს არ იცნობს, თუმცა მისი გვარის შესახებ სმენია. რაც შეეხება იმას, ჩადის თუ არა რუსეთში ფარულად, კიკაბიძემ უპასუხა:

"10 წლის წინ ვიყავი ბოლოს და მას შემდეგ აღარ ჩამოვსულვარ. ომის დაწყების შემდეგ, მე არც ერთ რუსულ ქალაქში აღარ ვყოფილვარ. 2008 წლის შემდეგ! სულ მირეკავენ, მთხოვენ ჩავიდე, მეპატიჟებიან. მე არ მივდივარ. მოსკოვში გასტროლებზე მიმიწვიეს და ვუთხარი, რომ ჩემი ფეხი არ იქნება იქ, სანამ ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი სიტუაციაა" - განუცხადა ქართველმა მომღერალმა Комсомольская Правда-ს ჟურნალისტს.

- თუმცა, თქვენ ასხვავებთ რუსეთსა და რუსებს. თუ მაგალითად, რუსი მეგობრები დაგპატიჟებენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამოსასვლელად, წახვალთ?

- მე სულ ვამბობ - ხალხი და პოლიტიკა განსხვავებული რამაა. რა შუაშია აქ ერი? მე მზად ვარ ვიმღერო რუსებისთვის, ოღონდ არა რუსეთში. როცა მე რაღაცას ვამბობ, ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ერთხელ ვთქვი, რომ ჩემთვის უხერხული იქნებოდა მეყურებინა თვალებში ჩემი შთამომავლებისთვის, მას შემდეგ რაც ტანკები შემოვიდა, მე კი რუსეთში ერთა მეგობრობის ორდენი გადმომეცა, რაზეც უარი განვაცხადე. აი, სულ ეს არის.

- საქართველოში პრეტენზია აქვთ იმაზე, რუსებთან რატომ ჩადიხართო?

- საქართველოში იციან, თუ მე ვიტყვი, შევასრულებს. ამაში ეჭვიც არავის შეეპარება. როცა ამას ვიღაც ხელოვანები ამბობენ, ეს მათი საქმეა და თავის ნათქვამზე თავად აგონ პასუხი. არ ვაპირებ მათ პასუხი გავცე, მათ პრობლემებს თავადვე მიხედონ. კლუევს კი დიდი მოკითხვა გადაეცით" - აღნიშნა Комсомольская Правда-სთან საუბარში კიკაბიძემ.

რუსეთში არა, თუმცა ქართველი მოღერალი აქტიურად იღებს მონაწილეობას უკრაინასა და აზერბაიჯანში გამართულ კონცერტებში. 11 აგვისტოს ოდესაში საზაფხულო თეატრ Морвокзал-ში მისი კონცერტი, სახელწოდებით - "სიყვარულით საქართველოდან" გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე