ავტორი:

არაბი ქალი ქმარს იმის გამო ეყრება, რომ კაცი სახლის საქმეებში ეხმარება - "ჩხუბი მენატრება, ეს კი ჩემს რომანტიკოს ქმართან შეუძლებელია"

არაბი ქალი ქმარს იმის გამო ეყრება, რომ კაცი სახლის საქმეებში ეხმარება - "ჩხუბი მენატრება, ეს კი ჩემს რომანტიკოს ქმართან შეუძლებელია"

გაერთიანებულ საემიროებში ქალმა განქორწინებისთვის სასამართლოს მიმართა, რადგან ქმრის ზედმეტი სიყვარული და ზრუნვა მისთვის ძნელად ასატანი აღმოჩნდა.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ქალმა ქალაქ ფუჯაირაში, სასამართლოში განაცხადა, რომ ქმარს მისთვის არასოდეს უყვირია, ყოველთვის ძალიან თბილად ექცეოდა, ანებივრებდა საჩუქრებით და სახლის საქმეებშიც ეხმარებოდა.

ამის მიუხედავად, ქალი ამტკიცებს, რომ მისი ცხოვრება „ჯოჯოხეთს ჰგავს“, კაცის მიერ გამჟღავნებული დიდი სიყვარული გადაჭარბებულია და ამიტომ გადაწყვიტა, დაშორდეს.

„მახრჩობს მისი გადაჭარბებული სიყვარული, ის სახლის საქმეებშიც კი მეხმარება, ჩემი თხოვნის გარეშე,“ - აღნიშნა უკმაყოფილო ცოლმა.

საყვარელი ცოლისთვის რომ ესიამოვნებინა, კაცმა მკაცრი დიეტა დაიცვა და ზედმეტი კილოგრამები მოიშორა, თუმცა მაინც ვერ შეძლო, ქალისთვის ესიამოვნებინა.

„ვნატრობ, ერთხელ მაინც ვიკამათოთ, მაგრამ ეს შეუძლებელია ჩემს რომანტიკულ ქმართან, რომელიც ყველაფერს მპატიობს და ყოველ დღე საჩუქრებით მანებივრებს. მე ჩხუბი მჭირდება და არა ასეთი მშვიდი ცხოვრება,“ - განაცხადა ქალმა.

ქმარი კი სასამართლოს სთხოვს, ქალს განქორწინებაზე უარი უთხრას.

„ჯერ მხოლოდ ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ და უსამართლო იქნება ჩემი განკითხვა. ყველა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. მე შესანიშნავი და კეთილი ქმარი ვარ,“ - განაცხადა ქმარმა.

თოვლით დაფარული აკროპოლისი და "ზამთრის საბანში" გახვეული ათენი - ულამაზესი ფოტოები საბერძნეთის დედაქალაქიდან

ამსტერდამში არხები და ტბები გაიყინა, ასობით მოქალაქე ქუჩებში სრიალებს - შთამბეჭდავი ფოტოები "გაყინული ქალაქიდან"

ჩინეთში "მომავლის ქალაქს" აშენებენ - ტექნოლოგიური ცენტრი მზის ბატარეებით განათდება და იქ ავტომობილები არ ივლიან