ავტორი:

თოვლით დაფარული აკროპოლისი და "ზამთრის საბანში" გახვეული ათენი - ულამაზესი ფოტოები საბერძნეთის დედაქალაქიდან

თოვლით დაფარული აკროპოლისი და "ზამთრის საბანში" გახვეული ათენი - ულამაზესი ფოტოები საბერძნეთის დედაქალაქიდან

საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე თოვლი მოვიდა, მათ შორის თოვლის საფარველით დაიფარა ათენი და მისი ისტორიული, უძველესი ძეგლი, აკროპოლისი. როგორც BBC წერს, ქვეყანაში ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -19 C, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ფლორინაში დაფიქსირდა, თოვლმა ხელი შეუშალა ტრანსპორტის გადაადგილებას.

გამოცემის ცნობით, ძლიერი ყინვის გამო, საბერძნეთოს ლტოლვილთა ბანაკებში სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში 250-ზე მეტი ზარი შევიდა თოვლთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ისინი ძირითადად ავტომობილებში ჩარჩენილი ადამიანები იყვნენ და სამაშველო სამსახურს დახმარებას სთხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქ ათენის ზოგიერთ ნაწილში გადაიდო კორონავირუსის ვაქცინააციის პროცესი, კონკრეტულად კი იმ რაიონებში, სადაც თოვლის გამო ტრანსპორტი არ მუშაობს და მანქანით გადაადგილება შეუძლებელია.

ზოგიერთი ადგილობრივი ათენისთვის უჩვეულო ამინდით ტკბება. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა საბერძნეთში ნორვეგიის ელჩი, რომელმაც გააზიარა ვიდეო, თუ როგორ სარგებლობს ის ალტერნატიული ტრანსპორტით. ვიდეო დედაქალაქ ათენშია გადაღებული, ელჩი თხილამურებით მიემართება.

Challenge accepted! Skiing ⛷ down Filothei hill #AthensSnowCapitol #NorwegianFun 🇳🇴🇬🇷 pic.twitter.com/HHiunx7DwJ
— Frode Overland Andersen (@norwayingreece) February 16, 2021

საბერძნეთის დედაქალაქში მცხოვრებთათვის თოვლი უჩვეულო რამაა, იქ ასეთი დიდი თოვლი იშვიათად მოდის. მეტეოროლოგების ცნობით, დედაქალაქში ბოლოს დიდი თოვლი 2008 წელს მოვიდა. ამიტომაც, მიუხედავად წარმოქმნილი შეფერხებებისა (ზოგან ელექტროენერგია გაითიშა, რადგანაც თოვლმა სადენები დააზიანა, ზოგან ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა), ადამიანები ყოველივემ გაამხიარულა. უამრავი მოქალაქე ქუჩებში საგუნდაოდ და ფოტოების გადასაღებად გამოვიდა. "ეს კარანტინის პერიოდში ყველაზე კარგი დღეა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დუბაის გაუჩინარებული პრინცესას იდუმალი ამბავი - რა საიდუმლო შეტყობინებები გაუგზავნა მეგობრებს ლატიფამ, რომელიც სავარაუდოდ, მამის ტყვეა

სტრასბურგის სასამართლო რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს