ავტორი:

"სლავი გოგონები უნდა გავაოცო, ქართველი ბანჯგვლიანი კაცის მითი დავამსხვრიოო" - რა პროცედურებისთვის მიმართავენ ქართველი მამაკაცები კოსმეტოლოგს

"სლავი გოგონები უნდა გავაოცო, ქართველი ბანჯგვლიანი კაცის მითი დავამსხვრიოო" - რა პროცედურებისთვის მიმართავენ ქართველი მამაკაცები კოსმეტოლოგს

ბოლო წლებში ქალბატონებთან ერთად თავის აქტიური მოვლა მამაკაცებმაც დაიწყეს. უამრავი მათგანი სხვადასხვა პროცედურებისთვის კოსმეტოლოგს თითქმის ყოველთვიურად აკითხავს. მათ შორის, ყველაზე ხშირად სახის წმენდისა და ეპილაციისთვის. როგორ უვლიან ქართველი მამაკაცები თავს და რა პროცედურებს იტარებენ ყველაზე ხშირად, ამის შესახებ AMBEBI.GE კოსმეტოლოგ თინა რევაზიშვილს ესაუბრა:

- 43 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ბოლო 5-6 წელი იმდენი მამაკაცი პაციენტი მომაწყდა, რაოდენობით თითქმის ქალებს უტოლდებიან. თავიდან ეშინიათ, ასე ჰგონიათ, ეტკინებათ. ვუხსნი, უმტკივნეულო პროცედურაა. შემდეგ უკვე ეშხში შედიან და კოსმეტიკური საშუალებებით, სახესაც იწმენდენ. მეკითხებიან - სახლის პირობებში როგორ მოვუაროთ სახესო.

- რა ასაკის მამაკაცები გაკითხავენ ყველაზე ხშირად?

- შეიძლება ითქვას ყველა ასაკის, პენსიონერებიც კი... თუმცა ახალგაზრდები უფრო აქტიურობენ. რამდენიმე დღის წინ, 19 წლის ბიჭმა დედის ჩუმად ფეხებზე გაიკეთა ლაზერული ეპილაცია. გადაირია, ფეხები როგორ უნდა გაიპარსო, ქალი ხომ არ ხარო... არადა, შორტსა ან ბრიჯს რომ ვიცვამ, სულაც არ მომწონს ბანჯგვლიანი ფეხები რომ მიჩანსო...

- სხეულის რა ადგილებზე იკეთებენ ყველაზე ხშირად მამაკაცები ლაზერულ ლეპილაციას?

- მუცელზე, მკერდზე, ზურგზე, კუდუსუნზე, ხელებზე, იღლიებსა და ზოგჯერ ძალიან გაბედულები და მოწესრიგებულები, მთლიან ფეხებზეც... პირველი კითხვაა - რა მომივა, მეტკინება?.. დამისივდება?..

- თქვით, ვოლფრამის ნემსითაც იკეთებენო...

- დიახ, წარბებს, ყვრიმალებსა და კისრის არეს ნემსით იკეთებენ. გამაყუჩებლით ვუყინავ, თორემ ისე ზუსტად ვიცი, არ გაიკეთებდნენ... ერთი-ორმა მითხრა, ევროპაში მივდივარ დასასვენებლად და არ მინდა უცხო ქვეყანაში მოუწესრიგებელი შთაბეჭდილება დავტოვოო... ამას წინათ, კიდევ ერთმა ბიჭმა გადამიშალა გული, სლავ გოგონებს ველოდები სტუმრად და უნდა გავაოცო, ქართველი ბანჯგვლიანი კაცის მითი უნდა დავამსხვრიოო (იცინის).

- ცნობილი სახეებიც გსტუმრობენ?

- დიახ, მომღერლები და მოცეკვავეები... არაერთი პოლიტიკოსი დადის, ასევე სხვადასხვა ასაკის კაცები. სხვათაშორის, სხვათაშორის ასაკოვანი ხალხის მოსვლა უფრო გამიკვირდა, ვიდრე ახალგაზრდების. ქალები თუ იპრანჭებიან, ჩვენ რატო არ უნდა გავიპრანჭოთო... ისინი უფრო იპრანჭებიან, ვოლფრამის ნემსით იკეთებენ ეპილაციას, მათ შორის მკერდზეც, ბარემ დავისვენებო, რადგან ის თმას საბოლოოდ აქრობს. სახესაც ძალიან უვლიან, მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო პროცედურებს იკეთებენ... მივესალმები, რადგან თავის მოვლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ერთმა რომ გაიკეთა, სხვებსაც დაიჯდათ ჭკუაში, ზოგი ძალიან ხშირთმიანია და ამ სიცხეში მართლა დიდი დისკომფორტია.

"ბოლო მონაცემებით, ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ - ეს პირველი ნიშნებია და დამშვიდების საბაბი არ გვაქვს" - ამირან გამყრელიძე

შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განცხადება

"ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს" - თამარ გაბუნია