ავტორი:

"ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს" - თამარ გაბუნია

"ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების სიმცირე, შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტების სიმცირეს უკავშირდება.

თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს.

"დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდთან შედარებით, უჩვეულოდ დაბალი იყო. იყო 1337 შემთხვევა. გარკვეულწილად ეს უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას. თუმცა, დადებითობის მაჩვენელი მაინც სტაბილური რჩება და მიუთითებს იმას, რომ გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონისთვის. აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო ადრე და ახლა კი შემთხვევების გარკვეული კლებაც აღინიშნება. უნდა დავაკვირდეთ ჩვენ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის გნამავლობაში, სანამ საბოლოო მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიია როგორც რეგიონებში, ასევე ქვეყანაში", - განაცხადა გაბუნიამ.

"მისთვის ახლა ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება" - კახი კავსაძემ კორონავირუსი დაამარცხა, როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

საქართველოში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე