ავტორი:

"კომატოზურ მდგომარეობაშია, ინფექციონისტის დასკვნას ველოდებით" - უმძიმესი ავარიის შემდეგ, ირაკლი ძამუკაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება

"კომატოზურ მდგომარეობაშია, ინფექციონისტის დასკვნას ველოდებით" - უმძიმესი ავარიის შემდეგ, ირაკლი ძამუკაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება

ირაკლი ძამუკაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება. ის 30 ივლისს სანაპიროზე, მოტოციკლით გადაადგილებისას, მძიმე ავარიაში მოჰყვა. ირაკლის ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მას მრავლობითი მოტეხილობები და მწვავე სეფსისი აღენიშნება. ექიმების თქმით, მდგომარება კრიტიკულია და პაციენტის მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად მას საქართველოში მკურნალობდნენ, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გახდა საჭირო. ამჟამად ირაკლი მკურნალობას ანკარაში განაგრძობს.

"სიცხემ დაუწია, ანტიბიოტიკებს უკეთებენ. ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია, პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა, და ინფექციონისტის დასკვნას ველოდებით", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში დაშავებულის ახლობელი, რომლის თქმითაც, მხოლოდ პირველადი გამოკვლევა 12 000 დოლარი დაჯდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლის მკურნალობისთვის 50 000 დოლარზე მეტია საჭირო. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ირაკლის დედის, თიბისი ბანკის ანგარიშზე შეუძლიათ.

მიმღები: ზეინაბ სანდოძე

GE37TB7862445064300001

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი