ავტორი:

ნოდარ მელაძე მამა გახდა - "სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა..."

ნოდარ მელაძე მამა გახდა - "სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა..."

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე მამა გახდა.

სასიხარულო ამბის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს. როგორც მელაძე ამბობს, გოგონები შეეძინა, რომლებსაც ნატატა და თინანო დაარქვა.

"სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. Tea Tsetskhladze მადლობა ამ დღისთვის" - წერს მელაძე "ფეისბუქზე".

ბავშვების დედა თეა ცეცხლაძეა, რომელიც ასევე წლებია მედიაში მოღვაწეობს. იგი ერთი პერიოდი აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო, ბოლოს კი "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი გახლდათ.

ცნობისთვის, ნოდარ მელაძე "რუსთავი 2"-დან რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ გაათავისუფლა.

რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა? - ფასები თბილისის აგრარული ბაზრებიდან

რას ამბობს ამერიკიდან მოწვეული ექიმი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

რას პასუხობს  კოკა ყანდიაშვილი ბრალდებას, რომ ის "ტროლების" ქარხნის დირექტორია