ავტორი:

რა შემთხვევაში განაახლებს საქართველო რუსეთთან დიალოგს - სალომე ზურაბიშვილი პირობებს ასახელებს

რა შემთხვევაში განაახლებს საქართველო რუსეთთან დიალოგს - სალომე ზურაბიშვილი პირობებს ასახელებს

თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის განახლების საფუძველი რუსეთის პოზიციის ცვლილება შეიძლება გახდეს. როგორც სააგენტო "ტასი" წერს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა„ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაიმე კონტაქტები რომ გვქონდეს, ისინი რომ განვაახლოთ, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის პოზიციაში ჩვენნაირ პატარა მეზობელთან მიმართებაში ცვლილებები მოხდა. ასევე რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე. როდესაც ჩვენ დავინახავთ მკაფიო სიგნალებს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით დიალოგისთვის მომავალში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დასძინა, რომ საქართველოს და რუსეთს აღარ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები