ავტორი:

4 ბიზნესიდეა, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს

4 ბიზნესიდეა, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს

თუ საკუთარი ბიზნესის დაწყებას აპირებთ, მაშინ კარგად შეარჩიეთ ბიზნესიდეა. ის აუცილებლად აქტუალური უნდა იყოს. ასევე, გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, თუ რამდენად შეესაბამება ბიზნესიდეა იმ კონკრეტულ ლოკაციასა და საზოგადოებას, სადაც მის განხორციელებას აპირებთ. აუცილებლად წინასწარ გააკეთეთ პროექტი და ფინანსური ანალიზიც შეადგინეთ. გამოიკითხეთ მსგავსი ბიზნესის წარმომადგენლები და მათგან რჩევები მიიღეთ. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ კი უკვე ბიზნესიდეის განხორციელებაც შეგიძლიათ, დაიწყოთ.

ჩვენ გთავაზობთ 4 ბიზნეს იდეას, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას და მათი განხორციელების შემთხვევაში კარგ სარგებელსაც მიიღებთ.

აგრობიზნესი

სოფლის მეურნეობის ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. საზოგადოების უფრო და უფრო დიდი ნაწილი ხვდება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას, რადგან გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ ისედაც ძალიან დაბინძურებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაც საკმაოდ რთულია. ამიტომ ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აგრობიზნესის ნებისმიერი მიმართულება სწორი მიდგომის შემთხვევაში აუცილებლად მომგებიანი იქნება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ კენკრა, რომელიც ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უსასუქოდ მოყვანილი მწვანილის ბიზნესიც, რომელიც ერთი შეხედვით განსაკუთრებული ბიზნესი სულაც არაა, აუცილებლად წარმატებული იქნება.

უძრავი ქონება ბათუმში

ბათუმში, რომელიც აქტიური ტურისტული ადგილია, ბინების გაქირავებაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ ძალიან გონივრული ინვესტიციაა ბინის ყიდვა და მისი ტურისტებზე გაქირავება. თუ ამ მიმართულებით ინვესტიციის გაკეთებას გადაწყვეტთ, მაშინ აუცილებლად ისეთი უძრავი ქონება მოძებნეთ, რომელიც ინვესტიციის ამოღების საშუალებას მალევე მოგცემთ.

ღვინო

ღვინის წარმოება და მცირე საოჯახო მარნის გაკეთება ის ბიზნესია, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს. ხარისხიანი და არომატული ქართული ღვინო ყოველთვის იყო და იქნება მოთხოვნადი პროდუქტი. მარანი კი ღვინის ბიზნესს უფრო საინტერესოს ხდის. ქართული ყურძენი მრავალფეროვანი და საინტერესო არომატების შექმნის საშუალებას იძლევა. ამიტომ დაკვირვებით შეარჩიეთ ვენახის ადგილი, ყურძნის ჯიში, რომლისგანაც ღვინოს აწარმოებთ. წინასწარ მოიფიქრეთ რა ტიპის ღვინოს აწარმოებთ - ტრადიციულ ქვევრის თუ ევროპულად დაყენებულს. მარანთან ერთად რამდენიმე ოთახიან სასტუმროსაც თუ გააკეთებთ საინტერესო ინტერიერითა და ვიზიტორებს გემრიელ ქართულ კერძებსაც შესთავაზებთ, სტუმრები ნამდვილად არ მოგაკლდებათ. მცირე საოჯახო მარნების გასაკეთებლად დაფინანსების მიღებაც მარტივად ხდება.

თონე

თონის პური ის არის, რომლის სურნელსაც ვერავინ უძლებს და თონესთან გამვლელების დიდი ნაწილი მას აუცილებლად ყიდულობს. თონის პური საინტერესო პროდუქტია ტურისტებისთვის, რადგან მათთვის თონე უცხოა და ხშირად თავად ცხობის პროცესითაც ინტერესდებიან. ქართული ოჯახების დიდი ნაწილიც თონის პურს ანიჭებს უპირატესობას და ქარხნის პურს არ ყიდულობს. სწორედ ამიტომ თონის გაკეთება ერთ-ერთი იმ ინვესტიციათაგანია, რომელიც ყოველთვის მომგებიანი იქნება. თუ ამ საქმის დაწყებას გადაწყვეტთ, დიდი ყურადღებით შეარჩიეთ ადგილი. სასურველია, რომ ის ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე გააკეთოთ.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ისჯება კანონით!

სჭირდებათ თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ, ვინც კოვიდ19–ით სახლში მკურნალობს და ვისაც ინფიცირებაზე ეჭვი აქვს

KTW ჯგუფმა 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა