ავტორი:

გია ვოლსკი ამბობს, როდის დაასახელებს "ოცნება" პრემიერის კანდიდატურას

გია ვოლსკი ამბობს, როდის დაასახელებს "ოცნება" პრემიერის კანდიდატურას

3 სექტემბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე.

გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენასა და შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი.

„არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შს სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ.

საერთოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა.

შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს, რომ 100%-იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი", - აცხადებს გია ვოლსკი.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გააკეთა. არსებული ინფორმაციით, მას პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები