ავტორი:

ცვლილებები მთავრობაში: რა პოსტს დაიკავებს ღარიბაშვილი და სად მიდის იზორია

ცვლილებები მთავრობაში: რა პოსტს დაიკავებს ღარიბაშვილი და სად მიდის იზორია

„ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ვახტანგ გომელაური წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინეს. ამასთან, თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

გახარიამ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პარტიის ხელმძღვანელს და მთავრობაში ცვლილებების შესახებ ისაუბრა:

„ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის.

დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები:

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს. ლევან იზორია ასევე დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში, ის უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს.

ეს არის ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვარ გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია. რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და ვისაუბრებთ დეტალურად იქ“, - განაცხადა გახარიამ.

VIDEO: რა სიტყვებით წარადგინა ივანიშვილმა გახარია პრემიერად

აქვე აღსანიშნავია რომ, კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერით, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი შეიძლება იყოს საბჭოს წევრი მინისტრი, თუმცა როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, „იზორიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა პრობლემა არ არის“.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. პრემიერისა და მინისტრობის კანდიდატურებზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები