ავტორი:

მობილურ ტელეფონს არასწორად მუხტავთ - ყველაზე გავრცელებული შეცდომები და 8 რჩევა სპეციალისტისგან

მობილურ ტელეფონს არასწორად მუხტავთ - ყველაზე გავრცელებული შეცდომები და 8 რჩევა სპეციალისტისგან

მობილური ტელეფონი დღეს მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებას არ წარმოადგენს, მისი მეშვეობით შეგვიძლია ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვუსმინოთ მუსიკას, ვუყუროთ ფილმს თუ კლიპს, ვითამაშოთ, ვიყოთ სოციალურ-ქსელებში, წავიკითხოთ სიახლეები და ა.შ. თუმცა ხშირად გვეშლება ხელი მისი მოხმარების პროცესში, ელემენტის მოულოდნელი დაცლით. ამასთან, რამდენიმე თვის შემდეგ ახლად შეძენილი ტექნიკა ნელა მუშაობას იწყებს და მისი მდგომარეობა უარესდება. ეს ყველაფერი კი ჩვენი ბრალია!

გაგაცნობთ იმ შეცდომებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ ტელეფონებთან მიმართებაში. თუ მათ გაითვალისწინებთ, შემდგომში პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ.

1. სმარტფონების დამუხტვას 100%-ით ასრულებთ?

Battery University-ს საიტზე, რომელიც აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია Cadex-ის მიერ არის შექმნილი - დეტალურადაა აღწერილი სმარტფონებში გამოყენებული ლითიუმ-იონური აკუმულატორის ე.წ. სტრესი. ადამიანის მსგავსად, გამუდმებულ სტრესზე ელემენტიც რეაგირებს სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებით.

საუკეთესო სადენები, გადამყვანები UGREEN-ისგან

მომხმარებლების უმეტესი ნაწილი, ტლეფონს 100%-ით მუხტავს, თუმცა როგორც ექსპერტები მოგვიწოდებენ, უფრო დიდხანს რომ შევინარჩუნოთ მუხტი, საჭიროა, ელემენტი დატვირთული იყოს 30%-დან 80%-მდე.

"თუ აპირებთ, ტელეფონი ბოლომდე დამუხტოთ, ღამით შეაერთებთ დამტენზე და დატოვებთ შეერთებულს რამდენიმე საათის განმავლობაში, ამას უარყოფითი შედეგი ექნება ელემენტზე", - ამბობს გერმანული კომპანიის BatterieIngenieure-ის დირექტორი, დომინიკ შულტე გამოცემასთან Business Insider.

დამუტხეთ ტელეფონი, სანამ იგი 0%-ს მიაღწევს. ახალი, თანამედროვე ტელეფონების ელემენტებს არ აქვთ მეხსიერების ეფექტი. ასეთი მეთოდით მისი დამუხტვა გააუმჯობესებს ელემენტის მდგომარეობას და იგი იქნება ბევრად უფრო ეფექტური. მწარმოებლები, როგორც წესი, ელემენტის სიცოცხლის გარანტიას იძლევიან საშუალოდ 400-დან 600 ციკლამდე. თუ კი ამ მეთოდით დამუხტავთ ელემენტს, მისი ციკლი გაიზრდება 1000-მდე.

ყოველ სამ თვეში დააჯინეთ ელემენტი 0%-მდე და შემდეგ დაუყოვნებლივ დამუხტეთ. ეს მეთოდი გაახანგრძლივებს მის სიცოცხლეს.

2. მთლიანად დამუხტულ ტელეფონს დენის წყაროში ტოვებთ?

როცა სმარტფონი მთლიანად არის დატენილი, ნუ დატოვებთ მას დენის წყაროში ჩართულს. Cadex-ის მონაცემებით, უკვე დატენილი ტელეფონის ენერგიის წყაროში ჩართული დატოვება, როგორც ამას ღამე ხშირად ვაკეთებთ, აკუმულატორს აზიანებს. როცა ტელეფონი 100%-ით იმუხტება, იგი იწყებს ელექტრობის მიღებას მცირე იმპულსებით, რომლებიც ეხმარება მუხტის დონის მაქსიმუმზე დაჭერაში.

ამგვარად, ელემენტი ამ დროს სტრესულ სიტუაციაში იმყოფება, ეს კი აკუმულატორს აფუჭებს. ამიტომ, როცა ტელეფონი მთლიანად დაიტენება, გამორთეთ დენის წყაროდან.

3. ბოლომდე ცლით ტელეფონის ელემენტს?

თუ თქვენ ბოლომდე ცლით ტელეფონის ელემენტს, რათა შემდეგ დამუხტოთ, ესეც მცდარი მოქმედებაა, რადგან უმჯობესია, ელემენტის მუხტი 30%-80%-მდე აბალანსოთ, თუ მოხდა გამონაკლისი, უფრო ნაკლებიც - შეგიძლიათ დამუხტოთ ის, თუმცა ნუ დაცლით მას ბოლომდე. ბოლომდე დაცლილი ელემენტის დამუხტვა მხოლოდ 1-2 თვეში ერთხელაა დასაშვები.

4. ელემენტი გადაახურეთ?

მაღალი ტემპერატურა სმარტფონის ელემენტზე უარყოფითად მოქმედებს, ოპტიმალური ტემპერატურა 1-35 გრადუსამდეა.

5. სპეციალურ "ბუდეში" ჩასმულ მდგომარეობაში მუხტავთ?

უმჯობესია, თუ დამუხტვის პროცესში სმარტფონს ბუდიდან ამოიღებთ, რადგან ის ელემენტის გადახურების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

6. არასოდეს "თიშავთ" ტელეფონს?

ერთ-ერთი ფაქტორი ტელეფონის გაფუჭებაში მისი მუდმივად ჩართული მდგომარეობაა. ექსპერტები გვირჩევენ, რომ კვირაში ერთხელ მაინც გამოვრთოთ მოწყობილობა, რაც ხელს შეუწყობს ელემენტს უფრო ხანგრძლივად იმუშაოს.

7. გამორთეთ არასაჭირო ფუნქციები

მაგალითად, თუ არ იყენებთ Wi-Fi-ს და ბლუთუზს, უმჯობესია გამორთოთ ფუნქციები, რადგან ზედმეტი ენერგიის ხარჯვა უწევს ტელეფონს, შესაბამისად კი ფუჭდება ელემენტი.

8. დასაშვებია თუ არა სხვა დასამუხტი სადენის გამოყენება?

როგორც ცნობილია, ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Apple, რეკომენდაციას მხოლოდ ორიგინალი - MFI სტანდარტით შექმნილი კაბელების გამოყენებას უწევენ, რაც გარანტიაა ტექნიკის გამართულად მუშაობის, თუმცა 2018 წელს Apple და Ugreen შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე - ყველა ლაითინგ კაბელის ამ სერტიფიცირებით აღჭურვაზე. ეს იყო პირველი ჩინური კომპანია, რომელსაც მიეცა უფლება ამ სტანდარტების გამოყენების.

Apple-ს რეკომენდირებული Ugreen-ის კაბელები და გადამყვანები, რომლებიც თავსებადია iOS ნებისმიერ განახლებაზე, 1 წლიანი გარანტიით

ერთად შეკრებილი ათასობით ადამიანი უხანში - როგორ იზეიმეს ჰელოუინი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა

"სიყვარული ფერადია და ფოტოებიც ფერადი უნდა იყოს“ - ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის რომანტიკული ფოტოები "პარიზული დღეებიდან“

"ივანიშვილს ვკითხავდი, ხომ ნამდვილად ადამიანი ხარ-მეთქი? ძალიან "სტრანნი" ტიპია..." - რა კითხვები აქვს მსახიობს ივანიშვილთან და სააკაშვილთან?