ავტორი:

ტვინის სიკვდილიდან 117 დღის შემდეგ ქალს ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა

ტვინის სიკვდილიდან 117 დღის შემდეგ ქალს ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა

ქალმა, რომლის ტვინი სამ თვეზე მეტი ხნის მკვდარი იყო, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ელისკა ჩეხეთში 15 აგვისტოს დაიბადა, სამშობიაროდან უკვე გაწერეს და ის მამამ სახლში წაიყვანა.

ბრნოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინფორმაციით, ბავშვის 27 წლის დედა ტვინის ჰემორაგიის შედეგად 21 აპრილს გარდაცვლილად გამოცხადდა. სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა, მათ შორის - ანესთეზიოლოგმა, გინეკოლოგმა და რეანიმაციის განყოფილებამ შეძლეს, ნაყოფი ცოცხალი შეენარჩუნებინათ.

ორსულობის მიმდინარეობისას ორგანიზმში ინფექციური გართულებები განვითარდა, რის გამოც ანტიბიოტიკების მიცემა გახდა საჭირო, თუმცა ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, მისი წონა 2.1 კგ იყო.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="cs" dir="ltr">Lékaři a zdravotní sestry FN Brno přepsali dějiny medicíny. 117 dnů udrželi vitální funkce u gravidní ženy ve stavu mozkové smrti. Poté porodila zdravou holčičku.<a href="https://t.co/83dEHMLYpH">https://t.co/83dEHMLYpH</a> <a href="https://t.co/YKU0wo3K9k">pic.twitter.com/YKU0wo3K9k</a></p>&mdash; FN Brno (@FNBrno) <a href="https://twitter.com/FNBrno/status/1168488976086458369?ref_src=twsrc%5Etfw">September 2, 2019</a></blockquote>

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"