ავტორი:

გერმანიის პოლიცია ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს - რა კავშირი აქვს მას რუსულ დაზვერვასთან

გერმანიის პოლიცია ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს - რა კავშირი აქვს მას რუსულ დაზვერვასთან

ბერლინის პოლიციამ 48 წლის მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გერმანიის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამოა დაპატიმრებული.

სამართალდამცავ ორგანოებს სავარაუდო მოწმეებისგან ან მისი ნაცნობებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების იმედი აქვთ.

სავარაუდო დამნაშავის ფოტოს ველოსიპედის და „ელექტროსკუტერის“ სურათებიც ახლავს, რომელთა საშუალებითაც ის მიმალვას ცდილობდა. ბერლინის პროკურატურის მონაცემებით, ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვასთან არის დაკავშირებული. მოსკოვში ამას უარყოფენ.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გასულ კვირას რაიონ მოაბიტში მდებარე პარკ „პატარა ტირგარტენში“ მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელი ხანგოშვილს ველოსიპედით მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. პოლიცია თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე