ავტორი:

Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს - რას უკავშირდება გლობალურად წარმოქნილი პრობლემა

Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს - რას უკავშირდება გლობალურად წარმოქნილი პრობლემა

დღეს დილიდან Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს. პრობლემა გლობალური მასშტაბისაა და ყველაზე მეტად ის Messenger-ს ეხება. მილიონობით მომხმარებელი „მესენჯერით“ სარგებლობასა და მიმოწერას ვერ ახერხებს.

უფრო ზუსტად კი, ვებ-გვერდ Downdetector-ის ცნობით, „ფეისბუქისა“ და „მესენჯერის“ მომხმარებელთა 53% შეტყობინებებს ვერ იღებს.

მომხმარებელთა ნაწილს პრობლემები აქვს ავტორიზაციასთან, ნაწილს კი „ნიუს ფიდთან.“

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას უკავშირდება ხარვეზი, ან რა დრო დასჭირდება პრობლემის მოგვარებას. „ჩვენ ვმუშაობთ, რომ პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვრათ“, - ციტირებს „დეილი მეილი“ "ფეისბუქის“ გუნდის წარმომადგენლის კომენტარს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არავის გაუკეთებია.

როგორია ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში - რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაცემები

"აშკარაა, რომ მეტი დოზაა საჭირო " - BioNTech-ი და Pfizer-ი  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების გაზრდაზე მუშაობენ

მილანში მცხოვრებ ბავშვს კორონავირუსი 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა - რა აჩვენა ახალმა კვლევამ