ავტორი:

მიდლტონი მაიკლ კორსის კაბაში - ქეითმა და უილიამმა მეორე შვილიც მიიყვანეს სკოლაში, სადაც სემესტრში 6 429 ფუნტს იხდიან

მიდლტონი მაიკლ კორსის კაბაში - ქეითმა და უილიამმა მეორე შვილიც მიიყვანეს სკოლაში, სადაც სემესტრში 6 429 ფუნტს იხდიან

კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას შვილი, შარლოტა პირველკლასელი გახდა - ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ის უფროს ძმასთან ერთად დღეს სკოლაში მიიყვანეს.

სკოლის ფორმაში ჩაცმული შარლოტა და ჯორჯი სასწავლო წლის დაწყებით ბედნიერები ჩანდნენ. მნიშვნელოვანი დღისთვის ქეითმა მაიკლ კორსის კაბა და მსუბუქი მაკიაჟი შეარჩია.

ჯორჯის საშუალო განათლებისთვის სამეფო ოჯახი სემესტრში 6,429 ფუნტ სტერლინგს იხდის (დაახლოებით,7 856 აშშ დოლარი), შარლოტასთვის კი სკოლის ღირებულება შედარებით ნაკლები იქნება, რადგან მეორე შვილზე მშობლები შეღავათებით სარგებლობენ. პრინცესასთვის სწავლის გადასახადი სემესტრში 6,305 ფუნტს შეადგენს.

გოგონას სახელი სკოლაში შარლოტა კემბრიჯი იქნება, მისი ძმა ჯორჯ კემბრიჯად არის დარეგისტრირებული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"