ავტორი:

ოცნების სამსახური ღვინის მოყვარულებისთვის კალიფორნიაში - "თქვენს განკარგულებაშია უფასო საცხოვრებელი, 100 000 დოლარი და უსაზღვრო რაოდენობის ღვინო“

ოცნების სამსახური ღვინის მოყვარულებისთვის კალიფორნიაში - "თქვენს განკარგულებაშია უფასო საცხოვრებელი, 100 000 დოლარი და უსაზღვრო რაოდენობის ღვინო“

თუ გიყვართ ღვინო, შეგიძლიათ მისი დეგუსტაცია, ოცნებობთ ღვინის ბიზნესში წარმატების მიღწევაზე, გხიბლავთ ულამაზეს ბუნებაში ერთი წლით უფასოდ ცხოვრების იდეა, მაშინ ყურადღებით, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

კალიფორნიის მეღვინეობა ღვინის მოყვარულებს ერთი წლით ეპატიჟება და თან 100 000 დოლარს სთავაზობს.

Murphy-Goode-ის მეღვინეობამ გამოაცხადა ბევრისთვის საოცნებო ვაკანსია. კალიფორნიულ ვენახებში მოხვედრილი იღბლიანის განკარგულებაში გარდა, ულამაზესი უფასო საცხოვრებელი ადგილისა და ანაზღაურებისა, იქნება უსაზღვრო რაოდენობის ღვინო.

სამუშაო მოვალეობები ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუმცა დასაქმებულს მოეთხოვება, რომ უყვარდეს ღვინო და მცირედით ერკვეოდეს მეღვინეობის საკითხებში, შეეძლოს მისი დეგუსტაცია. სიღრმისეულად კი თავად შეგასწავლიან. "ჩვენ დაგეხმარებით, რომ მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს და ღვინის ბიზნესში საკუთარი გზა იპოვოთ", - აცხადებენ კომპანიაში. განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს.

წყარო: cosmopolitan.com

იტალიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა - მედიის ცნობით, საქმე სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობას ეხება

საკურას ყვავილობა - ულამაზესი ფოტოები იაპონიიდან, რომელიც ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"