ავტორი:

"ნუ მებლატავებით და მომისმინეთ" - შელაპარაკება პარლამენტში ლევან კობერიძესა და ფინანსთა მინისტრს შორის

"ნუ მებლატავებით და მომისმინეთ" - შელაპარაკება პარლამენტში ლევან კობერიძესა და ფინანსთა მინისტრს შორის

ნუ მებლატავებით და მომისმინეთ, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს.

სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატ ლევან კობერიძესა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს შორის მაშინ მოხდა, როცა დეპუტატი მინისტრობის კანდიდატს ტელევიზიების ვალებთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა. ლევან კობერიძემ ივანე მაჭავარიანს რამდენჯერმე მოუწოდა, მის მიერ დასმული კითხვისთვის მოესმინა.

"მე მგონი, იმისთვის მოდიხართ, რომ მოგვისმინოთ. სხვა დეპუტატების კითხვის დროსაც ერთმანეთს ესაუბრებით. მე როცა გისვამთ კითხვას, მე უნდა მისმინოთ",- მიმართა კობერიძემ მაჭავარიანს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატს მოუწოდა, კორექტულად მოქცეულიყო და პასუხებს დალოდებოდა.

"შეგიძლიათ დაელოდოთ როცა პასუხის დრო იქნება და გაგცემთ პასუხს. საით გავიხედავ ახლა თქვენი შეკითხვის დროს, ეს თქვენი საქმე არ არის.

მიიღებთ ამომწურავ პასუხს. რა სახით და როგორ, თქვენი საქმე არ არის", - მიმართა მაჭავარიანმა კობერიძეს, რაზეც დეპუტატის პასუხი იყო: "ნუ მებლატავებით და მომისმინეთ".

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას წარუდგენენ.

პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება

"შეგვიძლია დავაწეროთ "no comment" და ყველაფერი გასაგები იქნება" - ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

"მე არ გამექცე ბიჭო... ერთად გავიზარდეთ" - ნიკა მელიამ და ბექა ოდიშარიამ პარლამენტის ეზოში ერთმანეთს "უნამუსო" ეძახეს