ავტორი:

"ნაცმოძრაობამ" პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა - გახარიამ ოპოზიციონერები ტაშით გააცილა

"ნაცმოძრაობამ" პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა - გახარიამ ოპოზიციონერები ტაშით გააცილა

მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ფორმატში ჩაიშალა. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის მოსმენაზე, როდესაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებდა, სალომე სამადაშვილი სხდომის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. მან მოუწოდა დამსწრეებს, შეეწყვიტათ სხდომა, რადგან „პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს“.

ნახეთ ვიდეო:

"არ მიმაჩნია სწორად მოვუსმინო დღეს ამ სხდომას", - განაცხადა სამადაშვილმა.

ამ აზრს დაეთანხმა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე და სხდომა შეწყვიტა. სამადაშვილმა გააჟღერა, რომ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებენ.

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი ვაშაძე, ირაკლი მეზურნიშვილი

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"არავინ არსად არ მიდის, ეს არის "ფეიკ ნიუსი" - წულუკიანი გახარიას შესაძლო გადადგომაზე