ავტორი:

იყო თუ არა დაშვებული პარლამენტის საშვი მაკო გომურზე - დიღმელაშვილის განმარტება

იყო თუ არა დაშვებული პარლამენტის საშვი მაკო გომურზე - დიღმელაშვილის განმარტება

აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი მაკო გომურის სახელზე დაშვებული პარლამენტის საშვის შესახებ განმარტებას აკეთებს:

"მაკოს საშვის შესახებ: მოკლედ, 4 დღეა სისტემამ გაჭედაო, ამბობენ და არ გვიშვებენ პარლამენტში. ბუნებრივია, გუშინაც ვიცოდით, რომ არ შეგვიშვებდნენ. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. მოლოდინი გამართლდა - ვინც არიან, იმათ არ უშვებენ.

გუშინ გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა "სისტემამ გაჭედა", კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.

ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს – შემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს".

შეგახსენებთ, მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ფორმატში მაშინ ჩაიშალა, როდესაც კითხვებზე პასუხის გაცემა იწყებოდა. სალომე სამადაშვილმა დამსწრეებს სხდომის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებსა და 20 ივნისს დაშავებულ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებდნენ. მოწოდება ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დააკმაყოფილა. მოგვიანებით მაკო გომურმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: "არ ვარ ტიფლისში არა, გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ. ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა". თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მაკო გომურმა პოსტი "ფეისბუქიდან" წაშალა.

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან

"ვცდილობ არასოდეს შევაწუხო გარშემომყოფები... ეს ადამიანი უანგაროდ დამეხმარა" - შშმ პირი პატრულის ქცევის გამო შსს-ს მადლობას უხდის