ავტორი:

ახალნამშობიარები ქალი თემქის საავადმყოფოში ჩვილის გარეშე მივიდა - პოლიცია ახალშობილს ეძებს

ახალნამშობიარები ქალი თემქის საავადმყოფოში ჩვილის გარეშე მივიდა - პოლიცია ახალშობილს ეძებს

გუშინ გვიან ღამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით შეიყვანა ახალნამშობიარები ქალი, რომელსაც ახალშობილი თან არ ახლდა.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, შემდეგ კი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო და ის გუშინ საღამოს შეიყვანეს კლინიკაში. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის უცნობია ჩვილის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალნამშობიარები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გართულებები მოსალოდნელი არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტს ოჯახის წევრი ან ახლობელი არც კლინიკაში მიყვანისას ახლდა და არც ამ დრომდე მისულა მასთან ვინმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო