ავტორი:

"გადაეცით, ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა" - გიორგი გახარიას პარლამენტში მაკო გომურის წერილი წაუკითხეს

"გადაეცით, ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა" - გიორგი გახარიას პარლამენტში მაკო გომურის წერილი წაუკითხეს

ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის კითხვა წაუკითხა.

“მინდა მაკო გომურის კითხვა წავიკითხო, რომელმაც მთხოვა, რაკი მას კითხვის დასმის საშუალება არა აქვს, ეს წავიკითხო:

- რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შესძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და ჯარი არ დაემორჩილა, რანაირად შესძლებს მართოს მთელი სისტემა?

და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“, - წაიკითხა მაკო გომურის სახელით პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ.

LIVE: საპროტესტო აქცია პარლამენტთან - "საღამოს ნიუსრუმის" სპეციალური გამოშვება

"შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" - "ქართული ოცნების" განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე

LIVE: "360 გრადუსი" - ალეკო ელისაშვილი, რომან გოცირიძე, თორნიკე შარაშენიძე, დიმიტრი ხუნდაძე