ავტორი:

ადა მარშანია გახარიას: "მოგიწოდებთ, ბატონო გიორგი, იფიქროთ მოსკოვში ვიზიტზე"

ადა მარშანია გახარიას: "მოგიწოდებთ, ბატონო გიორგი, იფიქროთ მოსკოვში ვიზიტზე"

"პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა" - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ადა მარშანიას განცხადებით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი კარგია, თუმცა, ქვეყანა სხვა ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის უნდა მოემზადოს.

„კარგია ჟენევის და კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ხაზგასმით ამ ფორმატებს, მათ თავისი ფუნქცია და შინაარსი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ამ ორ ფორმატში, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც პატარა პოზიტიურ წინსვლას, იმიტომ რომ დიდი ხანია, ქვეყანა უნდა მოემზადოს სერიოზული და ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის ამ საკითხში.

ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად, რომ მოსკოვთან, ზუსტად, რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამაზე ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან“, - განაცხადა მარშანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."