ავტორი:

თაკო გაჩეჩილაძის შვილს სახელი პატრიარქმა შეურჩია - "გარეგნულად მამას ჰგავს... მშვიდია, ჯერ მისი ტირილიც არ გაგვიგია"

თაკო გაჩეჩილაძის შვილს სახელი პატრიარქმა შეურჩია - "გარეგნულად მამას ჰგავს... მშვიდია, ჯერ მისი ტირილიც არ გაგვიგია"

თაკო გაჩეჩილაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია - სულ ცოტა ხნის წინ მას და ბულგარელ მუსიკალურ პროდიუსერსა და კომპოზიტორს ბორისლავ მილანოვს გოგონა შეეძინათ. გაბრიელა უკვე 6 თვისაა.

როგორია თაკო დედის ამპლუაში, როგორ დაიკლო ორსულობისას მომატებული კილოგრამები, როგორ უვლის თავს - ყოველივე ამას მომღერალთან ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ჟურნალმა OK!-მ ჩაწერა:

- თაკო, მეუღლეზე მოგვიყევით. მოსწონს საქართველო?

- ბობი მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორია, რომელზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მუშაობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო ძალიან მოსწონს, უყვარს ქართული სამზარეულო და როცა აქ ჩამოდის, მოგზაურობს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. უყვარს მცხეთაში, ასევე ყაზბეგში წასვლა.

- ამჟამად რით ხართ დაკავებული ვენაში?

- ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვით ვარ დაკავებული. საკმაოდ დიდი დრო მიაქვს შვილის გაზრდას. მეხმარება ქმარი, ძიძა, რომლის მადლიერიც ვარ; დედაც გვერდით მიდგას, მაგრამ საბოლოოდ, ამდენი დახმარების მიუხედავად, შვილისთვის დედის როლი და ზრუნვა შეუცვლელია.

- რა ჰქვია პატარას?

- გაბრიელა. სახელის დარქმევის ისტორიას მოგიყვებით: სანამ სქესს გავიგებდით, ბობიმ მითხრა, რომ ბიჭის სახელი მოფიქრებული ჰქონდა, გოგოს შემთხვევაში კი მთხოვა, მე შემერჩია სახელი. გაირკვა, რომ გოგონას ველოდით, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვიფიქრე, რა დამერქმია მისთვის.

ახალდაქორწინებულები პატრიარქმა დაგვლოცა და სწორედ მას ვთხოვე, იქნებ დამეხმაროთ შვილისთვის სახელის არჩევაში-მეთქი. მიპასუხა, რომ დაიბადება, დამირეკე და მერე გეტყვიო. 20 იანვარს, როცა გაბრიელა გაჩნდა, დავრეკე უწმინდესთან. მალევე გადმომირეკეს და გადმომცეს მისი ნება, რომ ბავშვისთვის დაგვერქმია მთავარანგელოზ გაბრიელის სახელი, გოგოს შემთხვევაში - გაბრიელა. რასაკვირველია, დავუჯერე მას და სწორედ ასე დავარქვი.

- როგორი გოგონაა პატარა გაბრიელა?

- ძალიან მშვიდი და საყვარელი გოგოა. გარეგნულად მამას ჰგავს. წყნარი და კომფორტულად გასაზრდელი ბავშვია. ჯერ მისი ტირილიც კი არ გაგვიგია. დედაჩემისგან ვიცი, რომ მე ვიყავი ასეთი მშვიდი, ბუნჩულა ბავშვი და საბედნიეროდ, მე დამემსგავსა. ჩემი მეუღლეც ასეთივე მშვიდი და უპრეტენზიო ყოფილა ბავშვობაში.

- თაკო, ძალიან კარგად გამოიყურებით. როგორ უვლით თავს?

- მიყვარს და მსიამოვნებს თავის მოვლა. ვენაში ბავშვის გამო ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. როგორც კი თბილისში ჩამოვედი, სატრენაჟორო დარბაზში დავიწყე სიარული, ასევე ვცურავ, ფიზიკურ აქტივობებს სწორი კვებაც ემატება. მას შემდეგ, რაც გაბრიელა ბუნებრივი კვების რეჟიმიდან ხელოვნურზე გადავიყვანე, დავიწყე დიეტა, რომ ფეხმძიმობის დროს მომატებული 18 კილოგრამი დამეკლო.

ახლა კვლავ სასურველი წონა - 47 კილოგრამი ვარ და ვცდილობ, შევინარჩუნო. პერიოდულად ვიკეთებ მასაჟებს, სახის პროცედურებს. ვფიქრობ, ჩემს ასაკში, განსაკუთრებით ბავშვის გაჩენის შემდეგ, მიზანშეწონილია ორმაგად მივხედო გარეგნობას და მეც, შეძლებისდაგვარად, ვაქცევ ყურადღებას წაიკითხეთ ვრცლად OK!-ზე

კახა კალაძე და ყოფილი ფეხბურთელები წყნეთის წვეულებაზე - ფოტოები ბიზნესმენის იუბილედან

ბრედ პიტის ახალი სიყვარული- მსახიობი 27 წლის პოლონელ მოდელზეა შეყვარებული

"გვითხრა, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო" - თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფანტასტიკაში გადაიღებენ