ავტორი:

ერდოღანი ევროპას სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადით "ემუქრება"

ერდოღანი ევროპას სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადით "ემუქრება"

თურქეთი ევროპას სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადით ემუქრება. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო საზოგადოება სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის ფორმირებაში არ დაეხმარება, მოუწევს მიგრანტებს ახალი გზა გაუხსნას.

BBC-ის ცნობით, ამჟამად თურქეთში, 3,6 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი იმყოფება. სირიაში მათ უსაფრთხოდ დაბრუნებას ამერიკა უჭერს მხარს. ამ ინიციატივას სირიელი ქურთები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან უსაფრთხოების ზონის გავლით ჩრდილო-აღმოსავლეთით სხვა რაიონებიდანაც აპირებენ სირიელები დაბრუნებას; ქურთების ეროვნული ძალები, რომელთაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, იმ ტერიტორიებში თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ შეუშვებს.

"ჩვენი მიზანია, სირიის ჩრდილოეთით, 30 კილომეტრიან ზონაში დაბრუნდნენ ჩვენი სირიელი ძმები. ლოგისტიკური მხარდაჭერა გვჭირდება, რათა მათთვის ეს ადგილი უსაფრთხო იყოს..." - განაცხადა ერდოღანმა.

არსებული ინფორმაციით, თურქეთს სურს სექტემბრის ბოლოდან უსაფრთხოების ზონის პატრულირება, ამერიკელ სამხედროებთან ერთად დაიწყოს. ამავდროულად, თურქეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს რომ სირიის პროვინციის, იდლიბის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიისთვის წარმოებული მძიმე ბრძოლების შემდეგ, თურქეთი სირიელი ლტოლვილების ახალ ტალღას მიიღებს. იდლიბის პროვინციისთვის ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს...

2016 წლის ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, თურქეთს სირიელი ლტოლვილები მკაცრად უნდა გაეკონტროლებინა, რათა ისინი ევროპაში არ მოხვედრილიყვნენ. ერდოღანის განცხადებით, - ამის უზრუნველსაყოფად, მთლიანობაში, თურქეთს 3 მილიარდი ევრო გადაურიცხეს, რაც არასაკმარისია, თუმცა, ევროპის კომისიის ოფიციალური წარმომადგენელი ნატაშა ბერტო აცხადებს, რომ თურქეთს 5,6 მილიარდი ევრო ჩაერიცხა.

რამდენიმე დღის წინ, ერდოღანმა მმართველ პარტიას განუცხადა, რომ თურქეთი უსაფრთხო ზონებს მარტოც შექმნის, თუმცა, მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა სირიელ ლტოლვილებზე 40 მილიარდ დოლარს ხარჯავს, ევროკავშირი კი დადებულ პირობებს არ ასრულებს, არც თავად არის ვალდებული ევროპაში არალეგულურად წასვლის მსურველი სირიელები შეაჩეროს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, 2016 და 2018 წლებში თურქეთის სამხედრო ოპერაციების შედეგად აღებულ ტერიტორიებზე 350,000 სირიელი მიგრანტი დაბრუნდა.

BBC საერთაშორისო ექსპერტებზე დაყრდნობით იმ საფრთხეებზე წერს, რაც სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წევრების გააქტიურებას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, სირიაში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ასადსა და მის ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა, რათა ISIS-ის ტერორისტების გაძლიერების თავიდან ასაცილებლად, გეგმები შეემუშავებინათ.

თუმცა, მის გაფრთხილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა - დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის წარმომადგენლის განცხადება სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას ამყარებს.

BBC-თან საუბრისას ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სებასტიან ბაშარი მიიჩნევს, რომ ასადი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქალაქი ხან-შეიხუნი არ დათმონ, რადგან ის სირიის მთავარი ეკონომიკური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში - დამასკოსა და ჰომსის გზებს აკავშირებს და მის გასაკონტროლებლად ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ამას თავის მხრივ არ დათმობს ჯიჰადისტთა კოალიცია, რომელიც იდლიბს აკონტროლებს.

ერდოღანისა და პუტინის ბოლო შეხვედრაზე, სწორედ იდლიბის თემის გარშემო იყო საუბარი. თუმცა, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჰარუნ სიდოროვი გამოცემა yenicag.ru-თან საუბარში ამბობს, რომ ამ შეხვედრას შედეგი ვერ მოჰყვა.

მისივე თქმით, “ვიდრე, ერდოღანი-პუტინი იდლიბსა და საერთოდ, სირიაში თავიანთ მოკავშირეებთან ერთად პოზიციებს ინაწილებენ, ქალაქი თანდათან ქრება. ის ახლა იგივე მდგომარეობაშია, როგორც ალეპო იყო. ცალკე სირიის სამთავრობო ძალები და ცალკე ტერორისტები, მასზე თავდასხმებს აგრძელებენ... ეს არის თურქი პოლიტიკოსების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი სირიაში”.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე