ავტორი:

"დავაწეროთ სათაურად - ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი" - გია ხუხაშვილი ახალ მთავრობაზე

"დავაწეროთ სათაურად - ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი" - გია ხუხაშვილი ახალ მთავრობაზე

ამ მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად - ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება.

როგორც გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არანაირი სახელმწიფოებრივი ამოცანები, სამწუხაროდ, ახალი მინისტრთა კაბინეტის უკან არ ჩანს.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბების, „ხორცის მანქანაში ატარებს, იყენებს და მერე აგდებს“. ხუხაშვილი, ახალ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, სწორედ ასეთ ადამიანად მოიაზრებს.

„ეს მაინც, სამწუხაროდ, წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტია. მთავარი გზავნილი, რაც დავინახეთ ამ დებატებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ნეგატიურ დღის წერიგზეა გათვლილი, ანუ საზოგადოების კონფრონტაციაზე და ორ პოლუსიანობის უზრუნველყოფაზე. ძირითადად დაეთმო ეს დებატები ტემპერატურის აწევას, შუღლის გაღვივებას და მხარეებად ფორმირებას, ისე რომ, ალტერნატიული აზრისთვის ადგილი არ დატოვა. გახარიას სწორედ ეს ამოცანა დაუსახა ხელისუფლებამ. გამომდინარე იქიდან, რომ გრძელვადიან პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან, საფრთხე ექმნება მათ ძალაუფლებას. შესაბამისად, ამ მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად - ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები