ავტორი:

"თქვენს ძმობას ვფიცავარ, თქვენებს მივხედავ" - რას წერს იაპონელი თარჯიმანი ქართველ მორაგბეებზე

"თქვენს ძმობას ვფიცავარ, თქვენებს მივხედავ" - რას წერს იაპონელი თარჯიმანი ქართველ მორაგბეებზე

საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ იაპონიაში გაემგზავრა. ჩვენი გუნდი ამომავალი მზის ქვეყანაში 8 სექტემბერს ჩავიდა. "ბორჯღალოსნებს" გზად, ლონდონში ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე შეუერთდა, რომელიც მსოფლიოს თასზე ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს.

მილტონ ჰეიგის სამწყსოს იაპონიაში ჩასვლისთანავე მასპინძლებმა დახვედრა მოუწყვეს. ჩვენს გუნდს აეროპორტში იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა და საელჩოს სხვა თანამშრომლებიც დახვდნენ.

"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობენ. 18 სექტემბერს "მსოფლიოს რაგბი" და შეჯიბრების ორგანიზატორები ჩვენს გუნდს ოფიციალურ მიღებას, "ველქამ ფართის" გაუმართავენ.

ბორჯღალოსნების თარჯიმანი იაპონიაში ჰაიატე სოტომე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართველ მორაგბეებთან ერთად ვახშმის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ქართველ გულშემატკივარს მიმართავს. ჰაიატე პირობას დებს, რომ ბიჭებს მიხედავს:

"მოკლედ, თარჯიმანი გახლავართ რაგბის ეროვნული ნაკრებისა მსოფლიოზე. ეს ჩემთვის დიდი პატივია და კიდევ დიდი პასუხისმგებლობაც ქართველი ხალხის წინაშე, რადგანაც ჩემი მოვალეობაა ის, რომ ბორჯღალოსნებმა თავისი თავი უნდა იგრძნონ ისე კარგად, როგორც საქართველოში გრძნობენ, და რაღაცნაირი ისეთი შედეგები ჩამოიტანონ, როგორიც თქვენს გულს გაახარებს.

ამისთვის მზად ვარ, რომ ჩემი მთელი ენერგია დავხარჯო ყველაფერში, რაც შემიძლია. აქედან გამომდინარე, მე ყველაზე ახლო გულშემატკივარი ვიქნები ფიზიკურად. ერთი სიტყვით, თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ!" - წერს იაპონელი თარჯიმანი ქართულად.

ჰაიატე სოტომე ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტია. ის რამდენიმე წელია დაინტერესდა საქართველოთი, მისი კულტურითა და ლიტერატურით. შეისწავლა ქართული ენა და ამჟამად არის ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის და მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის მკვლევარი. ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, განსაკუთებით, მთიან რეგიონებს.

რაც შეეხება ბორჯღალოსნებს, პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს უელსის ნაკრებთან გამართავს.

ჰაიატე, ტოჩინოშინი და ანზორ ერქომაიშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს