ავტორი:

"ეს იაკობ ადაძეა - მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან, პანდემიამ სახლში გამოკეტა და როცა ცეკვა მოწყურდება, ასე მართავს რეპეტიციას"

"ეს იაკობ ადაძეა - მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან, პანდემიამ სახლში გამოკეტა და როცა ცეკვა მოწყურდება, ასე მართავს რეპეტიციას"

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე "ფეისბუქზე" უხუცესი მოცეკვავის იაკობ ადამაძის ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გაზიარება აქვს.

როგორც კეკელიძე აღნიშნავს, ადამაძის შესახებ ფილმს იღებენ და სწორედ ამიტომ ესტუმრნენ მას მაღალმთიან სოფელში.

"ეს იაკობ ადაძეა – მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან. პანდემიამ სახლში გამოკეტა – მაღალ მთაში, სოფელ მეკეიძეებში. მაგრამ როცა ცეკვა მოწყურდება, ასეც მართავს რეპეტიციას. ან რეპეტიციას რატომ, თუნდაც კონცერტსაც. აჰა, ფრაგმენტი ამ დიდი კონცერტიდან – ერთი შემსრულებლით და უმაყურებლოდ.

ამ ძალას სხვა ვარჯიში სჭირდება, სხვა ილეთები. ეს გულის ილეთებია – მერე კარნახობს გარესხეულს.ახლა სწორედ იაკობი გვმასპინძლობს. ნათელა გრიგალაშვილი და მე მასზე მინი-ფილმს ვიღებთ – ჩვენი წამოწყებული სერიალიდან. ამ სერიას #იაკობისცეკვა ერქმევა" - წერს გიორგი კეკელიძე და ვიდეოს აქვეყნებს.

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო პრეზიდენტის "ფეისბუქიდან"