ავტორი:

ბინები მოსკოვსა და ისრაელში და 34-მილიონიანი ქონება - უმდიდრესი დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს

ბინები მოსკოვსა და ისრაელში და 34-მილიონიანი ქონება - უმდიდრესი დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ თავად დაუდასტურა. შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტის დატოვების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება.

როგორც ცნობილია, შოთა შალელაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" ინფორმაციით, 34 მილიონზე მეტია, ბინებს ფლობს საქართველოში, რუსეთსა და ისრაელში. შოთა შალელაშვილის საკუთრებაშია 650 კვ.მ ფართობის ბინა ისრაელში, სავიონში, რომელიც 2010 წელს 18 000 000 ისრაელურ შეკელად შეიძინა. მის მფლობელობაშია ასევე სავიონში 40000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ის ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 165 კვ.მ ფართობის ბინას ისრაელში, ქალაქ აშდოდში. შალელაშვილის საკუთრებაშია 155 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, რომელშიც 1992 წელს 1 390 000 დოლარი გადაიხადა.

შოთა შალელაშვილი პარლამენტის წევრი პროპორციული სიით გახდა. “ქართული ოცნების” პროპორციული საარჩევნო სია დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე გაჩერდა, რომელსაც რიგითობით მას ლევან მგალობლიშვილი მოყვება. შესაბამისად, სავარაუდოდ, მგალობლიშვილი იქნება შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."