ავტორი:

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან "წყალი დანაყა"

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან "წყალი დანაყა"

ქუთაისის მერიის მიერ ავტომობილების შეძენას პარტია "თავისუფალი საქართველო" აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურა. გოგი წულაიამ მერიასთან "წყალი დანაყა" იმის ნიშნად, რომ ხელისუფლებასთან საუბარი სწორედ ამას გავს და უშედეგოა.

მისი თქმით, მერია ავტოპარკის შესანახად და საწვავზე ბიუჯეტიდან ასეულ ათასობით ლარს ხარჯავს და ამის ფონზე დამატებით ჯიპებს ყიდულობს.

"მერიასთან მოვიტანეთ ქვასანაყი, ნიშნად იმისა, რომ ამათთან ლაპარაკი არის წყლის ნაყვა.

ამ პერფორმანსით ვეხმაურებით ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, შეიძინონ მაღალი გამავლობის ავტომობილები. ქალაქი და ბიუჯეტი წინაპრების დატოვებული გონიათ და როგორც უნდათ ისე იქცევიან. ასეულ ათასობით ლარს ხარჯავენ ავტომობილების შენახვაში და კიდევ ყიდულობენ ავტომობილებს.

ამასთან, საკუთარი ავტომობილი გადასცეს ჭიათურას და ასე ანიავებენ ქუთაისის ქონებას. ეს არის ყველა ხელისუფლების ხედვა ქალაქის განვითარებაზე. ამათთვის მიმართვას აზრი არ აქვს, ამიტომ მივმართავ თავად ბიძინა ივანიშვილს, რა დაგიშავა ქუთაისმა ასეთი, ესენი რომ დაასვი თავზე და ასე უფუნქციო რომ დატოვე?" -განაცხადა გოგი წულაიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილის შენახვა ქალაქს ძვირი უჯდებოდა, ამიტომ ათხოვეს ჭიათურას. რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, აცხადებენ, რომ მერია ბალანსზე არსებულ 11 ავტომობილს აუქციონზე ყიდის, რომელთა სანაცვლოდაც ორ ავტომობილს ყიდულობს, რომლებიც მათი თქმით, არაა მაღალი გამავლობის.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მერიამ ავტომობილების შესაძენად 62 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, სადაც მითითებული იყო, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილებს ყიდულობდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."