ავტორი:

"რძალს 100 ლარი ვთხოვე, არ მომცა და თავში ტაბურეტი ჩავარტყიო" - რას ყვება თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"რძალს 100 ლარი ვთხოვე, არ მომცა და თავში ტაბურეტი ჩავარტყიო" - რას ყვება თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რძლის მკვლელობაში ბრალდებულ ისე (გრიშა) ამარიანის სასამართლო პროცესზე მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. პროკურატურა ბრალდებულის დაპატიმრებას მოითხოვს. მისთვის წაყენებული ბრალდება უმძიმესია. როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი მდინარაძე ამბობს, ამარიანი დანაშულს აღიარებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს სახლიდან ფულის და ოქროულობის წაღებას. თავად მოკლულის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ სახლიდან ფული და 800 გრამამდე ოქროა წაღებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, ძვირფასეულობის ნაწილი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი მდინარაძე, ადვოკატი:

- ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ის ძალიან განიცდის მომხდარს. უჭირს საუბარი და ამბობს ვერ ამიხსნია, რატომ მოვკლიო. მისი თქმით, ძმის სახლში იმ დილით ფულის სასესხებლად მივიდა, ამბობს, რძალს 100 ლარი ვთხოვე, მაგრამ არ მომცა, უცებ რა დამემართა არ ვიცი, ტაბურეტი ავიღე და თავში ჩავარტყიო. ვერ ვხსნი მომხდარსო. არადა კარგი ურთიერთობა მქონდა რძალთანო და იმასაც ამბობს, კარგი ადამიანი იყოო. დადებითად მოიხსენიებს მოკლულს. ძალიან ნერვიულობდა თვითონაც, მან მისცა ჩვენება გამოძიებას, გუშინაც დაიკითხა დამატებით და დამატებით კითხვებსაც გასცა პასუხი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბინიდან ოქროულობა და ფული წაიღო, ამას ის კატეგორიულად უარყოფს.

- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის ბინიდან ამოღებულია ძვირფასეულობის ნაწილი, მაშინ ეს ნივთები მასთან როგორ აღმოჩნდა?

- ვადასტურებ, რომ მისი სახლიდან ამოღებულია რაღაცეები, სახლის ჩხეკის დროს წაიღეს, მაგრამ ჯერ დასადგენია ეს ნივთები არის თუ არა მოკლულის. ან საერთოდ ვისია. დანიშნულია ექსპერტიზები და გამოძიება დაადგენს ყველაფერს.. თვითონ კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, ბინიდან არაფერი წამიღიაო, მკვლელობის შემდეგ მაშინვე გავიქეცი იქიდანო.

- საქმეში დანა ფიგურირებს, დანით შეიარაღებული მივიდა ძმის სახლში? როგორც ამბობენ, მოკლულს დანით რამდენიმე ჭრილობა ქვს მიყენებული, ამაზე რას ამბობს?

- დანა იქ მაგიდაზე იდოო. როგორც თქვა, კარგად ვერ იხსენებს დანის ჩარტყმის დეტალს, თუმცა ამბობს, რომ გამოიყენა დანა. როგორც საქმეში წერია, რამდენიმეჯერ არის დაზიანება დანით მიყენებული.

- ყავა დალიეს და ამის მერე მოკლა? ადასტურებთ, რომ დნმ-ის კვალი აღმოჩნდა?

- დილით მივიდა, ხშირად მიდიოდა ძმის სახლში, ყავაც დალიეს ერთად, ამის მერე მოხდა ეს დანაშაული. არაფერი წინასწარ დაგეგმილს არ ჰგავს. თავს იკლავს, ეს რა ჩავიდინეო, მრცხვენია თვალებში ვერავის ჩავხედავო. არ უნდა იმათი ნათესავები მოვიდნენ სასამართლო პროცესზე. ვაღიარებ ყველაფერსო. მზად არის პასუხი აგოს ჩადენილისთვის.

- შემთხვევის ადგილზე საშინელი სურათი დაგვხვდა, პირადად ვნახე სისხლით მოსვრილი სახლი და ყველგან იგრძნობოდა ძალადობის კვალი. ახლობლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მოკლულმა მას წინააღმდეგობა გაუწია, ასე სადისტურად რატომ მოექცა?

- ის ამბობს, თავში ჩავარტყი ტაბურეტი და გაითიშაო. როგორც ვიცი, სხვა ოთახები უფროა დამწვარი, ვიდრე ლოჯია, სადაც დანაშაული მოხდა. თვითონ კატეგორიულად უარყოფს, რომ სახლში ცეცხლი გააჩინა. არის ვერსია, რომ თითქოს ვიღაცასთან ერთად იყო, მაგრამ ამბობს მარტო ვიყავიო. არ იცის ცეცხლი ვინ გააჩინა. წაიკითხეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ