ავტორი:

როგორ იხსენებენ ნოდარ ხადურს ჟურნალისტები და ცნობილი ქართველები "ფეისბუქზე"

როგორ იხსენებენ ნოდარ ხადურს ჟურნალისტები და ცნობილი ქართველები "ფეისბუქზე"

ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

სოციალურ ქსელში ნოდარ ხადურზე ჟურნალისტები და ცნობილი სახეები საინტერესო ისტორიებს იხსენებენ.

მაიკო მიშელაძე (ჟურნალისტი):

თამთა დემურიშვილი (სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი სპეციალური/პენიტენციური სამსახური):

ნინო კაკულია (ჟურნალისტი, პროდიუსერი):

"ნოდარ ხადურის გარდაცვალების ამბავი ელდასავით მეცა - დედაჩემმა ჯერ ათასი კითხვა დამისვა - სად ვიყავი, როგორ ვიყავი და შემომაპარასავით - გაიგე, ეს საშინელი ამბავიო?! გავგიჟდი... უზომოდ მეტკინა... ნოდარი ჩვენი უნივერსიტეტის გაზეთის რედკოლეგიის გამორჩეული წევრიც იყო და არ მავიწყდება, როცა ფინანსთა მინისტრი გახდა, ვკითხე - მოახერხებ რედკოლეგიის სხდომებზე დასწრებას-თქო? - რას ჰქვია, უნივერსიტეტის გაზეთი ჩემთვის პირველი პრესაა და ყველა საქმეს გადავდებ და მოვალო... და აი, ამ სურათზე მინისტრობისას არის სწორედ გაზეთის რედკოლეგიის სხდომას რომ დაესწრო... ის ყოველთვის გვგულშემატკივრობდა...

უნივერსიტეტში პროფესორობა მისთვის ყველა თანამდებობაზე ძვირფასი იყო... არ შემიძლია ერთი სასაცილო რამ არ გავიხსენო, რაზეც, რამდენჯერაც მნახავდა, არ არსებობდა - არ გაეხსენებინა ჩემთვის: - მაშინ "ალიონში" ვმუშაობდი. ნოდარი ვიღაცის თანაშემწე იყო. მივედი პრესკონფერენციაზე მასალის გასაშუქებლად. შემომხვდა კარებში ახალგაზრდა კაცი (ნოდარი) და დავჯექი სკამზე. მოვიდა ეს კაცი (ნოდარი), დამიჯდა გვერდში და მეკითხება - თქვენი სახელი და გვარი? - ნინო კაკულია-მეთქი. ჩაიწერა ჩემი მონაცემები.

გავიხედე და ორ წუთში, ნოდარის მეორე მხრიდან სხვა გოგო მოუჯდა. ნოდარი ახლა იმ გოგოს შეეკითხა - თქვენი სახელი და გვარიო? - იმ გოგოს უთქვამს: - ნინო კაკულიაო... ნოდარი აყირავდა სკამიდან და ხარხარებდა... აღმოჩნდა, რომ აქედანაც და იქიდანაც, სადაც კი კითხვა დასვა, პასუხად "ნინო კაკულია" მიიღო და ორი ნინო კაკულია ეჯდა... სულ იხსენებდა ამ ამბავს - თუ როგორ გამიცნო და ყველასთან ყვებოდა... დღეს კი საოცრად გულჩათხრობილს მიწევს ამის გახსენება და დაუჯერებელია, რომ ის წავიდა..."

ირმა ხარშილაძე (ჟურნალისტი):

1990-იანი წლების მიწურულს გავიცანი, მაშინ რადიოს პირველ არხზე ვმუშაობდი და ბავშვთა ქართული სიმღერის ფესტივალ "გაზაფხულის ზარებს" ვატარებდით... ფესტივალი არაკომერციული იყო და მისთვის ფულს ხან ვის ვთხოვდით, ხან ვის. მახსოვს, ნოდარ ხადურს რომ მივაკითხეთ, მაშინ გაცილებით ახალგაზრდა იყო და ფესტივალის მნიშვნელობა რომ ავუხსენით, თავისი ჯიბიდან ულაპარაკოდ ამოიღო 500 ლარი და გადმოგვცა, ქართული სიმღერისთვის შესანიშნავ საქმეს აკეთებთო (იმხანად საქართველოში მხოლოდ ინგლისურად მღეროდნენ)...

ეს საკმაოდ დიდი ფული იყო და უბედნიერესები ვიყავით. მერე კარგა ხნის განმავლობაში აღარ შევხვედრივარ.ეს ფოტო პირველი შეხვედრიდან ასე, 12 წლის შემდეგ, წინა საახალწლოდ, ჩვენი ყველაზე გულახდილი ინტერვიუს დროს გადაგვიღეს - იმხანად ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი იყო, ახლად დანიშნული, და გაზეთ "ყველა სიახლის" რუბრიკა "პირისპირისთვის" ჩავწერე... ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა...მისმა გარდაცვალებამ, თანაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ძალიან დამწყვიტა გული... ნათელი დაადგეს იმქვეყნად..."

თიკო ჯაფიაშვილი (თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა):

ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი:

"ცუდი ამბავია... ძალიან დამწყდა გული ნოდარ ხადურზე! მასთან ასეთი მოგონება მაკავშირებს: 2015 წელია და მაშიდელ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ვხვდებით ახალციხეში, აღშფოთებული ვუყვები აუქციონზე როგორ აიწია საძოვრის ფასმა 500.000 ლარზე და როგორი პრობლემები ექმნებათ მეწარმეებს ვინც მეცხოველეობას უძღვება.

შეხვედრის შემდეგ ბატონ ირაკლის უკითხავს, ეგ გოგო რამდენი წლისაა ამდენი რამ რომ მოასწროო და ნოდარს უპასუხია ჩემზე 10 წლით დიდიაო. მომიტანეს ეს ამბავი და დავურეკე ბატონ გელა ხანიშვილს ვიცოდი, რომ მეგობრობდნენ, ვუთხარი რანაირად მაკადრა ეს ნოდარმათქო ანუ რას ამბობს, რომ 50 წლის ვართქო? გადაეცი რომ არსად შემხვდეს ურჩევნიათქო. ბევრი ვიხალისეთ ამაზე. მაშინ მას პირადად არ ვიცნობდი!

14 ივნისია ჩემი დაბადების დღე და რეკავს ტელეფონი ვუპასუხე და მესმის: მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გოგოს ყველაზე მოხუცი ნოდარ ხადური ულოცავს დაბადების დღესო! ასე გავიცანი და დავმეგობრდით..."

სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს კონკურენციის სააგენტო:

"სრულიად შეგვძრა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, პროფესორ ნოდარ ხადურის მოულოდნელმა გარდაცვალებამ.

იგი იყო საქვეყნოდ ცნობილი ეკონომისტი, პრინციპული და სამართლიანი ხელმძღვანელი, ინტელექტუალი, ერთგული და უშუალო პიროვნება, რომლის იმედი და გვერდში დგომაც ყოველთვის იგრძნობოდა მასთან ურთიერთობისას.

კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მისი ბოლო სიტყვები იყო: "ყველაფერი წინ არის!"

სამწუხაროდ, ბატონ ნოდარს ბევრი გეგმა და იდეა დარჩა განუხორციელებელი, რაც დიდი დანაკლისია როგორც კონკურენციის სააგენტოს, ისე სრულიად საქართველოსათვის. მისი ცოდნა და გამოცდილება კიდევ დიდხანს გაყვება მის თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს.

განუზომელი მწუხარებით, გულწრფელად თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივ ადამიანს იცნობდა.

მშვიდობით ბატონო ნოდარ და მადლობა ყველაფრისათვის!"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს