ავტორი:

ნოდარ ხადური გულის შეტევით გარდაიცვალა

ნოდარ ხადური გულის შეტევით გარდაიცვალა

ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამ რანგში იგი იყო მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ალტერნატიული მმართველი.

2012-2018 წლებში იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ამასთან, ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას - 1999 წლიდან ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ზ. ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ა. შ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო