ავტორი:

ვიდეო, რომელიც თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა - განუყრელი მეგობრები ინტერნეტვარსკვლავებად იქცნენ

ვიდეო, რომელიც თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა - განუყრელი მეგობრები ინტერნეტვარსკვლავებად იქცნენ

ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გარბის ორი ბავშვი ერთმანეთთან შესახვედრად, ინტერნეტში ათასობით ადამიანმა გააზიარა.

კადრები ერთ-ერთი ბავშვის - მაქსველის მამამ სოციალურ ქსელში განათავსა. მაიკლ სისნეროსი ამბობს, რომ მის ბიჭს უახლოესი მეგობრის, ფინეგენის გარეშე ყოფნა არ შეუძლია. ვიდეო კი მათი ორდღიანი განშორების შემდეგ შეხვედრისას გადაიღო. ბიჭებმა ერთმანეთი ერთი წლის წინ გაიცნეს, ახლა კი განუყრელი მეგობრები არიან.

„როდესაც ერთად არ არიან, ერთმანეთს კითხულობენ. ერთად დადიან მუსიკის გაკვეთილებზე და ძალიან უყვართ ცეკვა, შესანიშნავი მოცეკვავეები არიან,“ - ჰყვება ABC-სთან მაქსველის მამა.

"მამამ თქვა, არ მინდა ჩემი შვილი კეკელკა გაიზარდოსო და რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა" - თინა კანდელაკი

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა

ედუარდ შევარდნაძისა და რეი ჩარლზის ოფიციალური შეხვედრის აქამდე უცნობი კადრები  - როგორ ეხუმრა ექსპრეზიდენტი ლეგენდარულ მომღერალს